მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შუა აზიიდან ქართულ ცხვარზე აქტიური მოთხოვნაა, მოლაპარაკებები მიდის - მ.კ.გ ჯგუფი
შუა აზიიდან ქართულ ცხვარზე აქტიური მოთხოვნაა, მოლაპარაკებები მიდის - მ.კ.გ ჯგუფი

შუა აზიიდან ქართულ ცხვარზე აქტიური მოთხოვნაა, მოლაპარაკებები მიდის - მ.კ.გ ჯგუფი

BM.GE4 ივლისი, 2026, 18:05|bm.ge

ქართულ ცოცხალ ცხვარზე მოთხოვნა მზარდია. როგორც BM.GE-ს ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხვრის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის, შპს მ.კ.გ ჯგუფის მფლობელმა მამუკა ადამიამ განუცხადა, ინტერესი არის შუა აზიის ქვეყნებიდან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ის აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი ბაზრების ათვისებაში დასახმარებლად. ამ ეტაპზე კომპანია ცხვრის ექსპორტს არაბულ ქვეყნებში (საუდის არაბეთში, ქუვეითში, ბაჰრეინში) ახორციელებს.

"ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით იყო [სამინისტროში] შეხვედრა - რა პრობლემები გვაქვს, რით შეუძლიათ დაგვეხმარონ და ასე შემდეგ. სამინისტრო მართლაც აქტიურად მუშაობს, რომ დაგვეხმაროს ახალი ბაზრების ათვისებაში. ჩვენი სფერო საქმიანობა სპეციფიკურია, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ხელშეწყობის გარეშე ძალიან რთულია. სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გვეხმარება. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ ანალიზებთან დაკავშირებული, ტრანსპორტირება და ბევრ პრაქტიკულ საკითხს მოიცავს. ჩვენ ვმუშაობთ არაბულ ქვეყნებთან. მთავრობის დახმარებით, საექსპორტო ბაზრებს ალჟირი დაემატა, საკმაოდ დიდი მოთხოვნით. ჩვენ პირველად შევიყვანეთ და მოწონება დაიმსახურა ქართულმა ცხვარმა. შუა აზიიდან აქტიური მოთხოვნაა მას შემდეგ, რაც სამინისტრომ იქ ბევრი შეხვედრა ჩაატარა მთავრობასთან ერთად, თვითონ იქიდანაც გვიკავშირდებიან, მაგრამ აქ ყველაფერი გასათვლელია, ცოტა რთული გზაა სანამ ჩავალთ შუა აზიის ქვეყნებში, მიდის ახლა მოლაპარაკებები და ვნახოთ",- აღნიშნავს ის.

კითხვაზე ბაზრების დივერსიფიკაციის შესახებ, ის აღნიშნავს, რომ არსებული ბაზრებიდან მოთხოვნის და წარმოების დონის გათვალისწინებით, ქვეყანაში დამატებითი ბაზრებისთვის საკმარისი საქონელი არაა.

"ჩვენი კომპანია წლის განმავლობაში 60-დან 80 ათასამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვს აგზავნის და დაახლოებით ერთი ამდენიც ცხვარი გადის.

საქართველოს საექსპორტო ცხვარი წლის განმავლობაში არის დაახლოებით 300-დან 350 ათასამდე. აქედან დაახლოებით ნახევარი გადის აზერბაიჯანში, მე პირადად ცოტა რაოდენობას ვაგზავნი, მაგრამ ხუთი-ექვსი კომპანია არის ამით დაკავებული. მეორე ნახევარი გადის არაბულ ქვეყნებში. მოთხოვნა ქართულ ცხვარზე საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ ხარისხობრივად ის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანია. ახლა, უფრო მეტი ბაზარიც რომ ავითვისოთ, ამის საშუალება არაა, არ არის ამდენი რაოდენობა",- ამბობს მ.კ.გ ჯგუფის მფლობელი.

საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 5 თვეში ჯამური ღირებულება 29 მილიონ დოლარზე მეტი იყო. იანვარ-მაისში საქართველომ 9.6 მლნ დოლარის 2 067 ტონა ცოცხალი ცხვრები და თხები გაყიდა. ექსპორტი ღირებულებით 163%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობით 120%-ით. უმთავრეს გასაღების ბაზარს საუდის არაბეთი წარმოადგენს:

• საუდის არაბეთი - $5.6 მლნ/1 119.6 ტონა; • ყატარი - $1.6 მლნ/334 ტონა; • ლიბია - $1 მლნ/189 ტონა; • ქუვეითი - $642 ათასი/198 ტონა; • აზერბაიჯანი - $405 ათასი/122 ტონა; • ერაყი - $137 ათასი/47.5 ტონა; • უზბეკეთი - $105 ათასი/57 ტონა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მილიონერთა პოპულაცია მზარდია, თუმცა ადამიანების უმეტესობა გაღარიბდა - UBS-ის ანგარიში

მილიონერთა პოპულაცია მზარდია, თუმცა ადამიანების უმეტესობა გაღარიბდა - UBS-ის ანგარიში

BM.GE

ბარსელონა კრუიზის მგზავრებისთვის ტურისტული გადასახადის თითქმის სამჯერ გაზრდას გეგმავს

ბარსელონა კრუიზის მგზავრებისთვის ტურისტული გადასახადის თითქმის სამჯერ გაზრდას გეგმავს

BM.GE

თბილისის თიზ-ის თითქმის 100% დატვირთულია - სოსო ნიბლაძე

თბილისის თიზ-ის თითქმის 100% დატვირთულია - სოსო ნიბლაძე

BM.GE

€300 000 ინვესტიცია და გაფართოების გეგმები – ფრანგული American Vintage საქართველოშია

€300 000 ინვესტიცია და გაფართოების გეგმები – ფრანგული American Vintage საქართველოშია

BM.GE