მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMF
შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMF

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMF

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 13:41|bm.ge

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა Trend-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუმცა არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთელი რიგი ეკონომიკური დერეფნები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ რეგიონის ინტეგრაციაში აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპასთან და სხვა ბაზრებთან. აქ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველი - ეს არის „მყარი“ ინფრასტრუქტურა, ანუ გზები და სატრანსპორტო კავშირები. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - „რბილი“ ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა მან.

სუბირ ლალმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია შესანიშნავი გზების აშენება, მაგრამ თუ ტვირთები საზღვრებზე საბაჟო წესებისა და გაფორმების პროცედურების გამო რამდენიმე დღით შეყოვნდება, ეს როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებას შეანელებს.

„ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების ხელშეწყობა იმგვარად, რომ ყველა ქვეყანას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი უპირატესობებით სარგებლობა.

ამასთანავე, პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ნორმატიულ რეგულირებას, შესაბამისი წესების თავსებადობასა და მათ ჰარმონიზაციას“, - დასძინა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს

BM.GE

რატომ არ არის შუამავალი კომპანიების გაუქმება რეალური ეკონომიკური რეფორმა? - გიორგი ხიშტოვანი 3 მიზეზს ასახელებს

რატომ არ არის შუამავალი კომპანიების გაუქმება რეალური ეკონომიკური რეფორმა? - გიორგი ხიშტოვანი 3 მიზეზს ასახელებს

BM.GE

მშენებლობაში დასაქმებულების მოზიდვა ან მუშახელის ჩანაცვლება დროულად ვერ ხერხდება | GLCC-ი უცხოელების დასაქმებაზე

მშენებლობაში დასაქმებულების მოზიდვა ან მუშახელის ჩანაცვლება დროულად ვერ ხერხდება | GLCC-ი უცხოელების დასაქმებაზე

BM.GE

მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის ბაზრებიდან ქართული კომპანიების გამოსვლას|ანდრო გოცირიძე

მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის ბაზრებიდან ქართული კომპანიების გამოსვლას|ანდრო გოცირიძე

BM.GE