მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „შვანრეში“ ზამთარში ყველის 20-25%-იან გაძვირებას ელიან
„შვანრეში“ ზამთარში ყველის 20-25%-იან გაძვირებას ელიან

„შვანრეში“ ზამთარში ყველის 20-25%-იან გაძვირებას ელიან

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 18:38|bm.ge

ქართული ტრადიციული ყველის მწარმოებელი “შვანრე” ზამთრის პერიოდში პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 20-25%-ით ზრდას ელოდება. კომპანიის დამფუძნებლის, ნონა ანსიანი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ ფასის მატების მთავარი მიზეზი ნედლი რძის ღირებულებაა, რომელიც ზამთრის სეზონზე, როგორც წესი, იზრდება.

მეწარმის თქმით, მიმდინარე წელს ნედლი რძის ფასი ზაფხულის სეზონზე მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, რაც საბოლოო პროდუქტზეც აისახა.

„საქართველოში ნედლი რძე სეზონურობასთან არის დაკავშირებული - ზაფხულში მისი ფასი იკლებს, ზამთარში კი იზრდება. ამ სეზონზე კი ისეთი ვითარება მივიღეთ, რომ ზამთარში გაზრდილი ფასი ზაფხულში ფაქტობრივად არ შემცირებულა, ან თუ შემცირდა, მხოლოდ 5-10%-ით. შესაბამისად, ახლა ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ზამთრის პერიოდში რძის ფასი კიდევ მოიმატებს და, შესაბამისად, ყველის ფასიც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასული წლის ზამთარში“, - აცხადებს ნონა ანსიანი.

მისი თქმით, “შვანრე” მცირე საწარმოა და მთლიანად ნედლი რძის მიწოდებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ნედლეულის გაძვირება კომპანიისთვის პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე.

„თუ გავითვალისწინებთ ამჟამინდელ მდგომარეობას, სადღაც 20-25%-იან ფასის მატებას ველოდებით ზამთრის პერიოდში. ჩვენ ძირითადად ქართულ ტრადიციულ ყველის სახეობებს ვაწარმოებთ და ამიტომ მთლიანად დამოკიდებული ვართ ნედლი რძის მოწოდებაზე“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე განცხადებით, ნედლი რძის დეფიციტი დღეს რძის პროდუქტების სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც არა მხოლოდ ფასებზე, არამედ წარმოების მოცულობაზეც მოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE