
სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს. ამის შესახებ ავთანდილ კასრაძემ სინგაპურის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH 2026-ში მონაწილეობისას განაცხადა.
ავთანდილ კასრაძის თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ყურადღებას ამახვილებს სინგაპურის ბაზრის როლზე ქართული სტარტაპებისთვის და აღნიშნავს, რომ სინგაპური ქართული სტარტაპების გაფართოებისთვის სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ერთგვარი კარიბჭეა.
„საინტერესო შეთანხმებებს მივაღწიეთ სინგაპურში გამართულ შეხვედრებზე, ვფიქრობთ, ძალიან მალე ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ისარგებლებს იმ ძალიან საინტერესო მექანიზმებით, რომლებიც კიდევ უფრო დაეხმარება სტარტაპ კომპანიებს გაფართოებასა და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაში.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, სინგაპურის მხარესთან ერთად შევთანხმდეთ იმ კონკრეტულ გზებზე, რომელიც ქართულ სტარტაპ კომპანიებს სინგაპურის ბაზარზე გაფართოებაში, დამკვიდრებასა და აქაური ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება“ - განაცხადა მან
ფორუმის ფარგლებში, ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, შეხვედრები გამართა სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის სამინისტროსა და სააგენტოში Enterprise Singapore.
BM.GE
წყარო: bm.ge