მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა
Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

BM.GE8 ივნისი, 2026, 22:16|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა, ხელოვნური ინტელექტის რბოლაში პოზიციების გასამყარებლად, საკუთარი ხმოვანი ასისტენტის, Siri-ს სრული ტრანსფორმაცია განახორციელა და მისი ახალი ვერსია გამოუშვა.

ახალი პროდუქტი, სახელწოდებით Siri AI, მომხმარებელს კომპანიის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენციაზე, WWDC 2026-ზე წარუდგინეს.

Apple-ის საინჟინრო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ როკველის განცხადებით, განახლებული ასისტენტი როგორც Apple-ის ეკოსისტემის შიგნით იქნება ჩაშენებული, ისე დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით იმუშავებს და მისი ფუნქციები თავდაპირველად ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

Siri AI-ს არქიტექტურა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ეფუძნება, რაც სისტემას სხვადასხვა აპლიკაციაში ნავიგაციას გაუმარტივებს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მონაცემებით, ხმოვან ასისტენტს ფოტოების გალერეის გახსნის გარეშე შეეძლება კონკრეტულ ლოკაციაზე გადაღებული სურათების ან ადრე გაგზავნილი მისამართების მოძიება და მათი ჯგუფურ ჩათში გაზიარებაც კი.

ამასთან, ხმოვან ასისტენტს ხმის სრულიად ახალი, უფრო ექსპრესიული ტემბრი ექნება, რომლის მეტყველების სტილში ცვილების შეტანა ყველა მომხმარებელს დამოუკიდებლად შეეძლება.

არსებული ინფორმაციით, განახლებული ასისტენტი Google-ის ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული და ის ორ ტექ გიგანტს გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში იმუშავებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბადიაური-ბაკურციხის 32 კმ-იანი მაგისტრალის და გურჯაანი-თელავის 37 კმ-იანი გზის მშენებლობა $315 მილიონი დაჯდება

ბადიაური-ბაკურციხის 32 კმ-იანი მაგისტრალის და გურჯაანი-თელავის 37 კმ-იანი გზის მშენებლობა $315 მილიონი დაჯდება

BM.GE

აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შიშით კუბამ სამოქალაქო პირების შეიარაღება დაიწყო

აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შიშით კუბამ სამოქალაქო პირების შეიარაღება დაიწყო

BM.GE

"სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა

BM.GE