მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა
სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 01:12|bm.ge

სირიის მთავრობის მიერ საწვავის ტარიფების მკვეთრ მატებას ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. როგორც ირკვევა, ოფიციალურმა დამასკომ დიზელის ფასი 40%-ით, ხოლო ბენზინის ღირებულება 28%-ით გაზარდა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადგილობრივმა დემონსტრანტებმა ჰამაში, ხან-შეიხუნსა და მაარათ ალ-ნუმანში საავტომობილო გზები საბურავების დაწვით გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ალეპოსა და თურქეთს შორის არსებული ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირება რამდენიმე საათით შეძლეს. როგორც ირკვევა, საწვავის გაძვირებამ ქვეყნის მასშტაბით მწვავე საჯარო დისკუსიები და სოციალურ ქსელებში პროტესტის ტალღაც გამოიწვია.

რაც შეეხება მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, სირიის ხელისუფლებამ ტარიფების მატება საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესყიდვის გაძვირებული ხარჯებით ახსნა და ამ ნაბიჯს დროებითი ზომა უწოდა. სახელმწიფო სააგენტო SANA-ს ცნობით, უწყება ფასების კორექტირებას საერთაშორისო ბაზრის ცვლილებების შესაბამისად გააგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE