მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სხვა პროდუქტებზე სავარაუდოდ, მოიმატა ფასმა"- e-kalata.gov.ge-ს ეფექტი
"სხვა პროდუქტებზე სავარაუდოდ, მოიმატა ფასმა"- e-kalata.gov.ge-ს ეფექტი

"სხვა პროდუქტებზე სავარაუდოდ, მოიმატა ფასმა"- e-kalata.gov.ge-ს ეფექტი

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 04:23|bm.ge

“13 საბაზისო პროდუქტზე დაფიქსირებული 14-15%-იანი ფასდაკლება დამატებით განმარტებას საჭიროებს”- რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ e-kalata.gov.ge-ს ეფექტის შესაფასებლად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, პლატფორმის ამოქმედებიდან 5 თვის პერიოდში სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტებზე ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირდა 15%-ით, თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც სეზონურობისა და ინფლაციის გამოსარიცხად აუცილებელია.

ექსპერტი "საქმის კურსთან" ინტერვიუში სვამს კითხვას, საბაზისო პროდუქტებზე ფასების შემცირების პარალელურად, ხომ არ გააძვირეს ქსელებმა სხვა, მონათესავე პროდუქტები დანაკარგის დასაბალანსებლად? მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ პლატფორმის ასაწყობად დახარჯული 53 000 ლარის ეფექტურობა სწორედ მოსახლეობის მიერ მიღებული რეალური ეკონომიის საპირწონედ უნდა შეფასდეს.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, პლატფორმის ამოქმედებიდან დღემდე, არასრული 5 თვის განმავლობაში 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასები 14–15%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო 10 არასასურსათო პროდუქტზე კლებამ დაახლოებით 28% შეადგინა.

“რომ განვიხილოთ, მომხმარებელმა რა შედეგი მიიღო და აისახა თუ არა ეს მის კალათასა და ამ საბაზისო პროდუქტებთან წვდომაზე, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რამდენი ადამიანი შევიდა რეალურად პლატფორმაზე და რა პროცენტია კონვერსირების პროცესი. კონვერსირება ნიშნავს, რომ პირობითად, პლატფორმაზე შევიდა ამ პერიოდში ამდენი ადამიანი და შესაბამისად გაკეთდა მომხმარებლის კვლევა, სადაც კვლევა გვეუბნება, რომ ამდენმა ადამიანმა დაზოგა X თანხა ან გამოიყენა პლატფორმა იმისთვის, რომ გაეკეთებინა არჩევანი და მიიღო გადაწყვეტილება. ესეც დამაკლდა.

რეალურად, კონკურენცია ისედაც მაღალია. ამ პლატფორმის შექმნამდე და შექმნის შემდეგაც იგივე გრძელდება: 16 მოთამაშეა ბაზარზე და ბუნებრივია, ჩვენ ბოლო კვლევის თანახმად ვნახეთ, რომ აქცენტი არ არის უფრო მეტი მაღაზიის გახსნაზე (ბოლო 6 თვის განმავლობაში სულ რაღაც 41 მაღაზია გაიხსნა ქვეყნის მასშტაბით), აქცენტი არის უფრო ეფექტურობაზე. შესაბამისად, აქ მე ცვლილებას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ქსელები რასაც აკეთებდნენ, იმავეს აკეთებენ და ცდილობენ, რომ გახდნენ უფრო ეფექტურები და რაც შეიძლება, მეტი მომხმარებელი მიიზიდონ - არა გახსნილი მაღაზიების ხარჯზე აჩვენონ ზრდა, არამედ ეფექტურობის, მაღალი კონკურენციის, კარგი ფასის შეთავაზების.

ფასების კონტროლი, მონიტორინგი ყოველთვის ხდებოდა ქსელებში და ახლაც, დარწმუნებული ვარ, ხდება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ერთ სივრცეში შეუძლია ერთი და იგივე პროდუქტზე პირობითად ფასის შედარება, რა თქმა უნდა დამატებითი ზეწოლაა იმისა, რომ სწორება აიღონ საბაზრო ფასებზე და თუ ერთს აქვს კარგი შეთავაზება, თავადაც ჰქონდეთ კარგი შეთავაზება — ეს ბუნებრივი და ჩვეულებრივი მომენტია. თუმცა ამ შემთხვევაში ნახეთ, მომწოდებელზეც გარკვეულწილად მიდის ზეწოლა, რომ რეალურად უფრო კარგი ფასი აიღონ, რომ მათაც შეძლონ რეალურად კარგი ფასის მერე მომხმარებლისთვის მიწოდება.

პლატფორმა არის ერთი საინფორმაციო წყარო და რა თქმა უნდა ბუნებრივია ქსელებზე დიდი ზეწოლა არის ამ კუთხითაც, რომ რაც შეიძლება კარგი ფასით შესთავაზონ მომხმარებელს საბაზისო პროდუქტები. ჩვენ ხომ e-kalata.gov.ge-ის ეფექტურობა, როგორც პროექტის უნდა განვიხილოთ, რა მიიღო ამით მომხმარებელმა? და თუ მომხმარებელს ამაზე არ ვკითხავთ და არ გავიგებთ მომხმარებლის პოზიციას რა მოხდა ზოგადად, როგორ შეიძლება ეფექტურად შევაფასოთ და ვთქვათ, რომ 15% ნამდვილად არის ფასდაკლება პროდუქტებზე. ამასთანავე ჩვენ ყველა მომხმარებელი გვყავს და უნდა დავუსვათ საკუთარ თავსაც კითხვა, როდესაც მაღაზიაში მივდივართ პირობითად ვამბობ, რა მოხდა მონათესავე პროდუქტების ფასებზე? მე თუ ერთ კონკრეტულ ფასზე, კონკრეტულ ბრენდზე, კატეგორიაზე და ა.შ შევამცირე ფასი, სად მოხდა დაბალანსება ქსელების მხრიდან? სხვა პროდუქტებზე სავარაუდოდ მოიმატა ფასმა. აქედან გამომდინარე, ეს ეფექტიც უნდა იყოს ასახული იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ განვსაზღვროთ ეს პროექტი იყო თუ არა წარმატებული.

15%-ის უკან, უხეშად ვთქვათ, უნდა იდგეს განმარტებები და ინტერპრეტაცია ბიზნესისთვის, ისევე, როგორც მოქალაქისთვის და მომხმარებლისთვის — რას ნიშნავს ეს 15%, რას ნიშნავს 15%-ით მიიღო რეალურად სარგებელი მომხმარებელმა, თუ საბაზისო პროდუქტებზე 15%-ით ფასის შემცირებით მონათესავე პროდუქტები უბრალოდ მათ გაუძვირდათ. თუ ჩვენ მომხმარებელს არ შევეკითხებით და არ გავაკეთებთ კვლევას, რამდენად ეკონომია მიიღეს მათ შესყიდვაზე, გაგვიჭირდება ჩვენ ზოგადად გავაკეთოთ აქცენტი, წარმატებული იყო და არის თუ არა არსებული პლატფორმა",-აცხადებს რიტეილ ექსპერტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Strategy-მ დამატებით $30 მილიონის ბიტკოინი იყიდა

Strategy-მ დამატებით $30 მილიონის ბიტკოინი იყიდა

BM.GE

"ძმების მარანი" აშშ-ის ბაზარზე ბოლნისური რქაწითელით შედის, 2027 წლიდან კი ახალ ლიქიორს გამოუშვებს

"ძმების მარანი" აშშ-ის ბაზარზე ბოლნისური რქაწითელით შედის, 2027 წლიდან კი ახალ ლიქიორს გამოუშვებს

BM.GE

მეორადი რბილი სათამაშოების იმპორტი საქართველოში 449.2%-ით გაიზარდა | სად ვყიდულობთ

მეორადი რბილი სათამაშოების იმპორტი საქართველოში 449.2%-ით გაიზარდა | სად ვყიდულობთ

BM.GE

ზაფხულის სიჭარბე და ზამთრის დეფიციტი - რას აკეთებს მთავრობა ელექტროენერგიის იმპორტის შესამცირებლად?

ზაფხულის სიჭარბე და ზამთრის დეფიციტი - რას აკეთებს მთავრობა ელექტროენერგიის იმპორტის შესამცირებლად?

BM.GE