მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზაფხულის სიჭარბე და ზამთრის დეფიციტი - რას აკეთებს მთავრობა ელექტროენერგიის იმპორტის შესამცირებლად?
ზაფხულის სიჭარბე და ზამთრის დეფიციტი - რას აკეთებს მთავრობა ელექტროენერგიის იმპორტის შესამცირებლად?

ზაფხულის სიჭარბე და ზამთრის დეფიციტი - რას აკეთებს მთავრობა ელექტროენერგიის იმპორტის შესამცირებლად?

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 04:00|bm.ge

ზაფხულში ელექტროენერგიის სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - ასეთია საქართველოს ელექტროსისტემის მოცემულობა და ამ პრობლემას წლებია მთავრობა ვერ აგვარებს.

სახელმწიფო დაფინანსების არაერთი მექანიზმის პირობებშიც თითქმის 5 ათას მეგავატიანი ენერგეტიკული სისტემა რეზერვუარიანი ჰესების ნაკლებობას განიცდის და მთავრობამ ვერც ის შეძლო მსხვილი ჰესის რომელიმე პროექტი მაინც განეხორციელებინა და ამით დენის პირდაპირი თუ ირიბი იმპორტი აეცილებინა თავიდან.

დღეს მოქმედი დაფინანსების ახალი CFD მექანიზმით როგორც საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart აცხადებს, ყველაზე კარგი პირობებით ისევ მზის სადგურები სარგებლობენ მაშინ, როცა ქვეყანას ჰესები და ქარის სადგურები უფრო სჭირდება. ანუ მთავრობა ისევ სეზონურ გენერაციაში დებს ფულს და არა მსხვილ პროექტებში, რომლებიც ერთი მხრივ იმპორტის პრობლემას მოაგვარებს, ხოლო მეორე მხრივ სტრატეგიული ენერგოობიექტები იქნება.

"მზის სადგურები ელექტროენერგიას ძირითადად დღის საათებში და ამავდროულად, ზაფხულის პერიოდში გამოიმუშავებენ. მაშინ, როცა ქვეყანაში ეს სიჭარბე უკვე გვაქვს. გაცხადებული 1.7-გიგავატიანი გეგმა თუ განხორციელდება, პირველ რიგში, ეს სიჭარბეს ძალიან გააღრმავებს და მეორე მხრივ, ისიც საკითხავია, შეძლებს და გაუძლებს თუ არა ამას ქსელი. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ განვითარება ლიმიტების ფარგლებში და სისტემური საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს", - აცხადებს Galt & Taggart-ის წამყვანი ანალიტიკოსი ანა ჯეჯელავა.

გასულ წლებში ზაფხულის თვეების ჭარბ დენს ქვეყანა თურქეთში ყიდდა, თუმცა ბოლო ორი წელია თურქეთში ქართულ დენზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი შემციდა, რამაც ექსპორტი და იქიდან მიღებული შემოსავლები გაანახევრა. ასე მაგალითად თუ 2025 წელს საქართველომ 23.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო დენის ექსპორტიდან, წელს შემოსავლები 12.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი თურქეთში გასაყიდი დენის ფასის 46%-იანი კლებაა.

Galt & Taggart მთავრობას ურჩევს შემდგომ აუქციონებზე, ისეთ პროექტებს მიენიჭოს უპირატესობა, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას ზამთარშიც წაადგება.

"შემდგომ აუქციონებში მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც სისტემისთვის გადამწყვეტია, შეამცირებს ამ დეფიციტს და ხელს შეუწყობს ქსელის მდგრადობასა და უსაფრთხოებას მაგალითად, რეზერვუარიანი ჰესებისა და ქარის სადგურების. რეზერვუარიანი ჰესები 35 წლამდე ვადით არის გათვალისწინებული, თუმცა დღეს ვიცით, რომ აქტიურ ფაზაში არც ერთი პროექტი არ არის. ჩვენი შეფასებით, 32 წლამდე ნამდვილად ვერც ერთი რეზერვუარიანი ჰესი ვერ აშენდება", - ამბობს ჯეჯელავა.

იმის გამო, რომ კომპანიებს ელექტროენერფიის ექსპორტი არ უღირდათ, წელს პირველად ჭარბი დენის გამომუშავებაზე მთავრობას შეზღუდვის დაწესებაც კი მოუწია, რის გამოც ბიზნესმა Galt & Taggart-ის შეფასებით, 67 მლნ ლარი იზარალა. ასევე მასშტაბური იყო მოცულობაც, მაის-ივლისში ნახევარი მილიარდი კვტ.სთ დენის გამომუშავება შეიზღუდა ქვეყანაში.

ენერგეტიკოსი მიხეილ ოდიშარიაც ფიქრობს, რომ სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან უნდა ამოვიდეს და ისეთი პროექტები წაახალისოს, რომლებიც ქვეყანას ზამთრის დეფიციტს დააძლევინებს.

"განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ხოლმე, რომ წაახალისონ ის, რაც სინამდვილეში სჭირდებათ. ჩვენ გვჭირდება რომ ზამთრის პერიოდში სისტემაში გვქონდეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც წყლის დაგროვებას და ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. სტიმული უნდა მიეცეს სწორედ იმ ტექნოლოგიას, რომელიც რეალურად გვჭირდება და ზამთარში გვქონდეს ისეთი რეზერვუარიანი სადგური, რომელიც შემდეგ კილოვატსაათების გამომუშავებას შეძლებს. ალბათ აუცილებელია, რომ პოლიტიკის შემქმნელმა ეს მომენტი გაითვალისწინოს: როდესაც ტენდერს გამოაცხადებს და წინ წამოწიოს სწორედ ის ტექნოლოგია, რომელიც სისტემას რეალურად სჭირდება და მისი ადეკვატურობისთვის არის აუცილებელი", - აცხადებს ოდიშარია.

ენერგეტიკოსი გია არაბიძეც ამბობს, რომ ენეგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა წყალსაცავიანი ჰესები უნდა იყოს, თუმცა მზის სადგურების მშენებლობაც მნიშვნელოვანია, რადგან მათი მშენებლობა წლიდანწლამდე იაფდება.

"ძალიან სწრაფად მცირდება პანელების ფასი, ჩინური პანელების ფასი, რასაც ვერ ვიტყვით ქარის ელექტროსადგურებზე. ქარის გენერატორების ფასი არ მცირდება. შესაბამისად შესაძლებელია, რომ ამათი ტარიფები გაცილებით უფრო მომგებიანი და უფრო მისაღები იყოს. ანუ თუ ხუთი-ექვსი წლის უკან ის ხუთი თუ ექვსი ცენტი მისაღები იყო, დღეს ხუთი-ექვსი ცენტის შემთხვევაში უკვე დაახლოებით 20-25%-ით მეტ სადგურს ააშენებ. ამიტომ ესეც განაპირობებს, რომ მსოფლიო ბაზარზე პანელების ფასი კლებულობს და ბუნებრივად დგება მზის ელექტროსადგურები უკეთეს სიტუაციაში. სასტარტო პირობები გაცილებით უკეთესია მზეს, ვიდრე ქარს", - აცხადებს არაბიძე.

Galt & Taggart-ის დათვლებით, CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება ყველაზე მაღალია, ასევე გარანტირებული ტარიფი მზის ობიექტებს მთელი წელი აქვთ მაშინ, როცა ქარისა და ჰესების 8-9 თვეა.

ჭარბი გამომუშავებაში კიდევ ერთი პრობლემა მოხმარებაა. ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ზრდით არ გამოირჩევა. წელს 9 თვეში ქვეყანაში დენის მოხმარების მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა, რის გამოც თუნდაც სეზონურად გაზრდილი გამომუშავების ათვისებაც ვერ ხერხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • გაუქმებული ავიარეისები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებული მუშაობა - ბელგიაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
  • კობახიძე ხსნის, რატომ არ წავიდა მთავრობა ბრიუსელის მინისტერიალზეტვ პირველი
  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

Strategy-მ დამატებით $30 მილიონის ბიტკოინი იყიდა

Strategy-მ დამატებით $30 მილიონის ბიტკოინი იყიდა

BM.GE

"სხვა პროდუქტებზე სავარაუდოდ, მოიმატა ფასმა"- e-kalata.gov.ge-ს ეფექტი

"სხვა პროდუქტებზე სავარაუდოდ, მოიმატა ფასმა"- e-kalata.gov.ge-ს ეფექტი

BM.GE

"ძმების მარანი" აშშ-ის ბაზარზე ბოლნისური რქაწითელით შედის, 2027 წლიდან კი ახალ ლიქიორს გამოუშვებს

"ძმების მარანი" აშშ-ის ბაზარზე ბოლნისური რქაწითელით შედის, 2027 წლიდან კი ახალ ლიქიორს გამოუშვებს

BM.GE

მეორადი რბილი სათამაშოების იმპორტი საქართველოში 449.2%-ით გაიზარდა | სად ვყიდულობთ

მეორადი რბილი სათამაშოების იმპორტი საქართველოში 449.2%-ით გაიზარდა | სად ვყიდულობთ

BM.GE