მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სკოლის ატესტატთან ერთად, წელს მე-12 კლასელები პროფესიულ სერტიფიკატსაც მიიღებენ" - გივი მიქანაძე
"სკოლის ატესტატთან ერთად, წელს მე-12 კლასელები პროფესიულ სერტიფიკატსაც მიიღებენ" - გივი მიქანაძე

"სკოლის ატესტატთან ერთად, წელს მე-12 კლასელები პროფესიულ სერტიფიკატსაც მიიღებენ" - გივი მიქანაძე

BM.GE28 მაისი, 2026, 19:50|bm.ge

წელს პირველად, მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლის გამოსაშვებ ატესტატთან ერთად კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებენ - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, პროფესიული მიმართულება უწყებისთვის გამოკვეთილ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ორი წლის წინ სკოლებში, საშუალო საფეხურის დამამთავრებელ (მე-11 და მე-12) კლასებში, პირველად დაინერგა ინტეგრირებული სწავლება, რამაც აღნიშნული შესაძლებლობა გააჩინა.

"სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ მე-12 კლასელებს, სკოლის დამთავრების ატესტატთან ერთად, კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადავცემთ. 80-ზე მეტი სკოლაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩართულია ამ პროცესში, და ასობით ახალგაზრდა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, მიღებული კვალიფიკაციის საფუძველზე, ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

"მათ უკვე ამ კვალიფიკაციის დადასტურების საფუძველზე, როგორც კი მიიღებენ შესაბამის დიპლომს, უკვე თავისუფლად შეეძლებათ, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად ან დაქირავებულ თანამშრომლად დაიწყონ სხვადასხვა საწარმოებში მუშაობა", - აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

საჯარო სკოლებში ინტეგრირებული სწავლება 2024 წლის სექტემბრიდან, მაშინდელი მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით დაინერგა. სამინისტრომ მოსწავლეებს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზა, რომლებიც თავდაპირველად, საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

სამინისტროს ინიციატივით, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ერთდროულად პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის და ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღების საშუალება მიეცათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ერთად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია "სვანიძის ზეთისხილი" მოინახულა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
  • „ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“ — ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან მიმართვას ავრცელებსფორმულა
  • არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძენეტგაზეთი
  • არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძეტვ პირველი
ერთად →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE