მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება

BM.GE5 აგვისტო, 2026, 00:46|bm.ge

"სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში" ცვლილებები შევიდა. განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ცვლილებები ეხება ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვის მუხლს.

ცნობისთვის, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ენის შესწავლასა და უმაღლესი განათლების მიღებაში.

ახალი რედაქციით, ამოღებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტთან დაკავშირებული რეგულირება, იმ ფონზე, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში უმაღლესი სწავლის დაფინანსების მოდელი შეიცვალა.

განახლდა ადმინისტრაციული პროცედურების ნაწილი განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით. ამასთან, პროგრამიდან ამოღებულია მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

მუხლი 3. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვა განახლებული რედაქციით ასეა წარმოდგენილი:

„1. ამ წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია ბენეფიციარის განცხადება, რომლის წარდგენა ხდება მატერიალური ფორმით, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) მცხოვრებ პირთათვის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (შემდგომ – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია) და ელექტრონული ფორმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით, ყოველი წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. განცხადება უნდა შეიცავდეს ბენეფიციარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;

დ) პროგრამის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება);

ე) სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება პროგრამის დასრულების შემდეგ;

ვ) სჭირდება თუ არა საერთო საცხოვრებელი;

ზ) ბენეფიციარის ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), ამ წესით განსაზღვრულ პროგრამაზე ჩარიცხვისა და ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა.

3. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 12 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს პროგრამის ბენეფიციართა სიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

4. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისთვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ასევე, არ ფიქსირდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აქტიური ან სტატუსშეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტად ან კურსდამთავრებულის სტატუსით.“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: იმ რუსოფობიის - რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე - ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით - არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა, სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა, ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმოიმედი
  • პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნორუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ისრაელის მოდელი საქართველოსთვის - რატომ არის მნიშვნელოვანი ინ-ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება?

ისრაელის მოდელი საქართველოსთვის - რატომ არის მნიშვნელოვანი ინ-ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება?

BM.GE

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ყოვლისმომცველი სპეციალური ეკონომიკური ზონების მოდელმა - ბლოგი

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ყოვლისმომცველი სპეციალური ეკონომიკური ზონების მოდელმა - ბლოგი

BM.GE

საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია - „ინვესტიციების სააგენტო“ სტრატკომის ხელმძღვანელს ეძებს

საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია - „ინვესტიციების სააგენტო“ სტრატკომის ხელმძღვანელს ეძებს

BM.GE

ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა

ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა

BM.GE