მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Socar-ის სადგურების ელექტრომომარაგების 11% მზის ენერგიაზე მოდის - როგორია გეგმა?
Socar-ის სადგურების ელექტრომომარაგების 11% მზის ენერგიაზე მოდის - როგორია გეგმა?

Socar-ის სადგურების ელექტრომომარაგების 11% მზის ენერგიაზე მოდის - როგორია გეგმა?

BM.GE11 ივნისი, 2026, 18:50|bm.ge

Socar-ის გასამართი სადგურების ელექტრომომარაგების 11% მზის ენერგიაზე მოდის. კომპანია ალტერნატიული ელექტროენერგიის განვითარებას აგრძელებს.

Socar Georgia Petroleum-ის დირექტორი ნოდარ ყანჩაველი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მზის პანელებით გამომუშავებული ენერგიით სადგურების მომარაგება 40%-მდე გაიზრდება. მისი ინფორმაციით, კომპანია ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით, ელექტროდამტენების ქსელსაც აქტიურად ავითარებს.

"ვკონცენტრირდებით სერვისების დივერსიფიცირებაზე. ჩვენი მიზანია "სოკარი" არ იყოს მხოლოდ ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი კომპანია. იქიდან გამომდინარე, რომ "სოკარის" გასამართი სადგურები ძალიან ბევრ გეოგრაფიულ ლოკაციაზე მდებარეობს, ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისს ვთავაზობთ. ამისთვის ვავითარებთ, როგორც ავტოსამრეცხაოებს, ისე ელექტროდამტენების ქსელს და ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების პოპულარიზაციას.

დღეისთვის ელექტროდამტენები 20-მდე ობიექტზეა წარმოდგენილი და ყოველთვიურად რამდენიმე ობიექტის დამატებას ვცდილობთ. ამასთან, ხელს ვუწყობთ მზის პანელების განვითარებას. ჩვენი ელექტრომოხმარების 11% ჩვენივე მზის პანელებით არის უზრუნველყოფილი. გვინდა, ჩვენს სადგურებზე ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის წილი 2030 წლისთვის 40%-მდე გავზარდოთ", - განაცხადა ნოდარ ყანჩაველმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა

BM.GE