მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები
თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

BM.GE31 ივლისი, 2026, 20:56|bm.ge

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ სახელმწიფო ქონება აუქციონზე 14.1 მილიონ ლარად, საინვესტიციო ვალდებულებით იყიდება.

აღნიშნულ შენობაში გასულ წლამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი მდებარეობდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა.

აუქციონის თანახმად, საპრივატიზებო ობიექტი ნინო რამიშვილის ქუჩა N12-ში მდებარე 674 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (მიწისქვეშა), N3, N4 (მიწისქვეშა) და N5 შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონებაა.

სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გასაყიდად გამოტანილი ობიექტის საწყისი ფასი 14 080 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი 10 000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 1 408 000 ლარი.

შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტის (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) ამოქმედება.

"ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება",- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.ამასთან, ახალი მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებიაიმედი
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

BM.GE