
SOCAR-ს გაზპრომისგან გაზის შესყიდვის განახლება სურს
აზერბაიჯანს სურს, გაზპრომისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლოს. როგორც რუსეთის სამთავრობო სააგენტო Interfax წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის [SOCAR] ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა განაცხადა.
"SOCAR-ი მსოფლიოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა გაზპრომისგან გაზის შესყიდვით დაიწყო, შემდეგ თავად გახდა მისი მიმწოდებელი, ახლა კი სურს, გაზპრომთან გაზის შესყიდვისა და გაცვლის პრაქტიკას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ნასიროვმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას SOCAR-ის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ შესაძლო მოცულობებსა და ვადებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ჩვენ ვყიდულობდით და ვყიდდით გაზს გაზპრომზე, ასევე ვახორციელებდით სეზონურ გაცვლას, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“.
SOCAR-ი და გაზპრომი საქართველოსაც აწვდიან გაზს. სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. საქართველო გაზპრომისგან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ ტრანზიტის საფასურსაც იღებს, რომელიც კომერციული საიდუმლოს საბაბით არ საჯაროვდება.
BM.GE
წყარო: bm.ge