მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

BM.GE29 აგვისტო, 2026, 15:50|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.

უწყების განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

"ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია.

ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას",- აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ნავთობგარიგება - აშშ ვენესუელას ნავთობის რეზერვების უმეტესობას გააკონტროლებს

ისტორიული ნავთობგარიგება - აშშ ვენესუელას ნავთობის რეზერვების უმეტესობას გააკონტროლებს

BM.GE

600-ზე მეტი დაღუპული და 2500-მდე დაკარგული - რა ვითარებაა ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე?

600-ზე მეტი დაღუპული და 2500-მდე დაკარგული - რა ვითარებაა ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე?

BM.GE

მეწყერის გამო საყდარი-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

მეწყერის გამო საყდარი-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

BM.GE

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია - გზების დეპარტამენტი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია - გზების დეპარტამენტი

BM.GE