მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს
"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 20:28|bm.ge

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 21 ნოემბერს ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთან გეგმური შემოწმება ოქტომბერში ჩატარდა, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი.

საქმე ისაა, რომ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 74 წლის ქალი, რომელსაც სხეულის 12% აქვს დამწვარი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.

თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 16 114",- აღნიშნავენ კომპანიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE

GTA 6-მა გაყიდვების რეკორდი მოხსნა - პირველი დღის შემოსავალი $3.8 მილიარდია

GTA 6-მა გაყიდვების რეკორდი მოხსნა - პირველი დღის შემოსავალი $3.8 მილიარდია

BM.GE