მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთი ხელოვნური ინტელექტის აბრეშუმის გზას ქმნის – NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი
სომხეთი ხელოვნური ინტელექტის აბრეშუმის გზას ქმნის – NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის აბრეშუმის გზას ქმნის – NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 19:06|bm.ge

სომხეთის ტექნოლოგიური სექტორის ლიდერები აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ახალ ქსელს ქმნიან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ერევანში გამართულ კონფერენცია DigiTec-ზე სიტყვით გამოსვლისას Nvidia-ს ვიცე-პრეზიდენტმა რევ ლებარედიანმა განაცხადა და ამ ინიციატივას ძველი აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსია უწოდა.

მისი შეფასებით, ახალი დერეფნის მთავარი საყრდენები სომხეთი და ყაზახეთი იქნებიან, თუმცა მან სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ლებარედიანმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული კავშირების გაფართოება სომხეთის პოზიციებს გააძლიერებს და რეგიონში საერთო ინტერესებს ჩამოაყალიბებს. მისი შეფასებით, თანამშრომლობის ერთ-ერთი მოდელით, სომხეთს შეუძლია, მეზობელი სახელმწიფოებისგან ელექტროენერგია შეისყიდოს, სანაცვლოდ კი მათ ინტელექტუალური, გამოთვლითი და ხელოვნური ინტელექტის სერვისები მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანია Firebird-მა ქალაქ ჰრაზდანში Nvidia-ს პროცესორებით აღჭურვილი გამოთვლითი ცენტრი აგვისტოში უკვე გახსნა და ანალოგიურ ობიექტს ყაზახეთშიც აშენებს. Firebird-ის თანადამფუძნებლის რაზმიგ ჰოვაგიმიანის ცნობით, სომხური ცენტრი ამჟამად 6,200-მდე გრაფიკული პროცესორით მუშაობს, თუმცა 2027 წლისთვის სიმძლავრე 70,000 პროცესორამდე გაიზრდება. ობიექტის კლიენტებს შორის Nvidia და Perplexity-ც არიან, თუმცა მომხმარებელთა უმრავლესობას ადგილობრივი სომხური კომპანიები წარმოადგენენ.

თავად Nvidia-მ ერევანში ოფისი 2022 წელს გახსნა და დღეს კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლობაში 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. სამომავლოდ Nvidia მეზობელ ქვეყანაში მასშტაბური AI-პროექტების განვითარებას გეგმავს, რაც უმეტესწილად წარმოშობით სომეხი რევ ლებარედიანის დამსახურებაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Wolt Friday-ის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლება ელოდებათ

Wolt Friday-ის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლება ელოდებათ

BM.GE

2026 წლის 10 თვეში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა

2026 წლის 10 თვეში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა

BM.GE

სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან - ანდრია ჯაღმაიძე

სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE

საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს, მომგებიანობა კი მაღალ დონეზეა - მსოფლიო ბანკი

საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს, მომგებიანობა კი მაღალ დონეზეა - მსოფლიო ბანკი

BM.GE