
Wolt Friday-ის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლება ელოდებათ
ნოემბრის ბოლოს ფასდაკლებების პერიოდი იწყება და მათთვის, ვინც სხვადასხვა საჭირო ნივთის შეძენას სწორედ ამ დღეებისთვის გეგმავს, Wolt სპეციალურ შეთავაზებებს ამზადებს.
Wolt Friday-ის კამპანია 16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ყველაზე მეტი შეთავაზება კი 23 ნოემბრის კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ. შეთავაზებებში სხვადასხვა კატეგორიის პარტნიორი ბიზნესები მონაწილეობენ, მათ შორის - GPC, Pharmadepot, Alta, PSP, Super და Voulez-Vous.
Wolt Friday-ის ფარგლებში რამდენიმე სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს, რომლებიც კონკრეტულ დღეებსა და კალათის ღირებულებაზეა დამოკიდებული.
23 და 24 ნოემბერს Alta-ში, Zoommer-სა და Game Zona-ში 250 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლები 50-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
25 ნოემბერს სპეციალური შეთავაზება სილამაზის კატეგორიაში იმოქმედებს: 150 ლარის ან მეტი ღირებულების კალათაზე ფასდაკლება 50 ლარი იქნება.
სპეციალური შეთავაზება გათვალისწინებულია აფთიაქის კატეგორიისთვისაც: 200 ლარის ან მეტი ღირებულების კალათზე მომხმარებელი 50-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს.
ამგვარად, Wolt Friday მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფასდაკლებების პერიოდი წინასწარ დაგეგმონ და მათთვის საჭირო პროდუქცია, - იქნება ეს ელექტრონიკა, სილამაზის პროდუქტები, სააფთიაქო თუ სხვა ყოველდღიური ნივთები, - ერთ სივრცეში შეარჩიონ.
კონკრეტულ პროდუქტებსა და შეთავაზებებზე მოქმედებს შესაბამისი პირობები, ხოლო მათი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
აქცია Wolt-ის აპლიკაციაში 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
BM.GE
წყარო: bm.ge