მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ახალი სქემები გამოავლინა - დაკავებულია რამდენიმე პირი
სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ახალი სქემები გამოავლინა - დაკავებულია რამდენიმე პირი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ახალი სქემები გამოავლინა - დაკავებულია რამდენიმე პირი

BM.GE8 ივნისი, 2026, 02:00|bm.ge

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ხმების სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, პოლიტიკური ბლოკის, „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერებმა, სხვა პირებთან ერთად, რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს (ცოლ-ქმარს) კონკრეტული გარიგება შესთავაზეს. კერძოდ, მხარდაჭერისა და 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ, მათ დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ რუსეთის ფედერაციაში ნარკოტიკების შენახვისთვის მსჯავრდადებული შვილების გათავისუფლებასა და სომხეთში ეტაპირებაში. პირობა მოიცავდა სხვა ამომრჩევლების მსგავსი გზით მოზიდვასაც.

ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული წარმოების ფარგლებში უკვე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დაკავებულია რამდენიმე პირი.

უწყება საქმის დეტალების ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE