მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთში ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს
სომხეთში ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს

სომხეთში ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს

BM.GE25 აგვისტო, 2026, 14:55|bm.ge

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. საგამოძიებო უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კორუფციული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში მიიღეს.დაკავებამდე, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა კორუფციული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ ათეულობით მისამართზე ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები ჩაატარა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებები დილის საათებში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს. უწყების განცხადებით, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლევონ ქოჩარიანის შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანს სასამართლოში უჩივლებდა.

ცნობისთვის, რობერტ ქოჩარიანი გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც 1998-2008 წლებში სომხეთის მეორე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო 1997-1998 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მანამდე ის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა (1992-1994) და პრეზიდენტის (1994-1997) თანამდებობებზე იმყოფებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინვესტორის მოთხოვნები დეველოპერულ პროექტზე: რატომ არის მათი გათვალისწინება წარმატების მთავარი წინაპირობა?

ინვესტორის მოთხოვნები დეველოპერულ პროექტზე: რატომ არის მათი გათვალისწინება წარმატების მთავარი წინაპირობა?

BM.GE

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

BM.GE

ვანსა და ბაღდათში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა - მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების განახლებული ბაზები

ვანსა და ბაღდათში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა - მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების განახლებული ბაზები

BM.GE

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

BM.GE