მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს
7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

BM.GE25 აგვისტო, 2026, 15:50|bm.ge

7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გაიმართება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

"GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება. GIMF 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • 7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებსიმედი
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

დღეიდან 26 აგვისტოს ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანთში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

დღეიდან 26 აგვისტოს ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანთში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

BM.GE

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

BM.GE

საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 141 მლნ ლიტრს მიაღწია - TBC Capital

საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 141 მლნ ლიტრს მიაღწია - TBC Capital

BM.GE

ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ ვალებზე განცხადებას ავრცელებს

ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ ვალებზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE