მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხური ჯგუფის მიერ "ტერაბანკის" ყიდვა საქართველოს საფინანსო სექტორისთვის დამატებითი ღირებულება იქნება - სომხეთის ცენტრალური ბანკი
სომხური ჯგუფის მიერ "ტერაბანკის" ყიდვა საქართველოს საფინანსო სექტორისთვის დამატებითი ღირებულება იქნება - სომხეთის ცენტრალური ბანკი

სომხური ჯგუფის მიერ "ტერაბანკის" ყიდვა საქართველოს საფინანსო სექტორისთვის დამატებითი ღირებულება იქნება - სომხეთის ცენტრალური ბანკი

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 00:30|bm.ge

სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი ჯგუფის მიერ TeraBank-ს ყიდვა საქართველოს საფინანსო სექტორისთვის შესაძლოა დამატებითი ღირებულება იყოს.

როგორც ოვანეს ხაჩატრიანი BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ამ გარიგებით სომხურ ფინანსურ ჯგუფს საქართველოში შეუძლია შემოიტანოს ექსპერტიზა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისეთ სექტორებში როგორიცაა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე წვდომა, საბროკერო საქმიანობა, სამომხმარებლო დაკრედიტება.

"მართალია აღნიშნული გარიგება ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით მის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა. ვფიქრობ, ეს გარიგება შეიძლება იყოს დამატებითი ღირებულება საქართველოს საფინანსო სექტორისთვისაც, რადგან [ამ ჯგუფს] მათ შემოაქვს საკუთარი გამოცდილება და კავშირები, ეს ასევე არის ზრდის შესაძლებლობა სომხური ბანკისთვის. ნებისმიერ ბანკს სომხეთსა და საქართველოში აქვს თავისი უპირატესობები, საკუთარი ცოდნა, კავშირები.

სომხური ბანკები მუშაობდნენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში, საქართველო კი იქ არ ყოფილა, თუმცა ქართული ბანკებიც აქტიურობენ ცენტრალური აზიის რეგიონში. ვფიქრობ, ამ ჯგუფს გარკვეულ სფეროებში როგორიცაა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე წვდომა, საბროკერო საქმიანობაში, სამომხმარებლო დაკრედიტების ზოგიერთ მიმართულებაში შეუძლია შემოიტანოს გარკვეული ექსპერტიზა. ასევე მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნიჭიერი კადრები, რადგან ისინი ყიდულობენ არა მხოლოდ აქტივებს, არამედ ყიდულობენ ბანკს თავისი დასაქმებულებით და აფასებენ საქართველოს, სადაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. შედეგად, ისინი ერთმანეთისგან ბევრ რამეს ისწავლიან", - განაცხადა ოვანეს ხაჩატრიანმა.

აღსანიშნავია, რომ სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი Arins Group-ის მიერ საქართველოში "ტერაბანკის" აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება წელს აგვისტოში გაფორმდა.

ამასთან, როგორც BMG-ის სებ-ში სექტემბერში განუცხადეს, “ტერაბანკის” გასხვისებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჩართული მხარეების მონაწილეობით უკვე შედგა და ახლა სებ-ი ოფიციალურ მიმართვას ელოდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს - „ბართლომეს მეღვინეობა“

თელავის აეროპორტი კახეთის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს - „ბართლომეს მეღვინეობა“

BM.GE

ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

3 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

3 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE