მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 00:50|bm.ge

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჟოაო ბრედას და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვისა და პერსპექტივის გაცნობა, არსებული ხარვეზებისა და WHO-ს მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვა."შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები გამართეს.„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრისას დავსახეთ გეგმები, რომელსაც გავუზიარებთ საქართველოს პარლამენტს და რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ტომას როუბალი, კახა ღვინიანიძე, ხრისტოს ტრიანტაფილუ და იულია შჩერბინა მონაწილეობდნენ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს - „ბართლომეს მეღვინეობა“

თელავის აეროპორტი კახეთის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს - „ბართლომეს მეღვინეობა“

BM.GE