მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოცქსელებში წარმოუდგენელი რამ ხდება, ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია | კახა კალაძე
სოცქსელებში წარმოუდგენელი რამ ხდება, ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია | კახა კალაძე

სოცქსელებში წარმოუდგენელი რამ ხდება, ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია | კახა კალაძე

BM.GE18 მაისი, 2026, 18:53|bm.ge

წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, შსს-ში, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის მიზნით, სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის კომენტირებისას.

მისი თქმით, კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულება, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

„წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.

შესაძლოა, ვიღაცას ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს. ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE