მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა
S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა

S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა

BM.GE27 მაისი, 2026, 17:28|bm.ge

აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე დაწყებული აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაზრდა შეძლო.

კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,519 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში ინდექსს თითქმის 27%-იანი ზრდა აქვს, რაც ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 26,656-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეულ შედეგებს აფიქსირებენ: NVIDIA, Google, Apple, Amazon, Microsoft, Broadcom და Tesla.

აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.

ამასთან, საინვესტიციო ბანკებმა და ანალიტიკოსებმა AI-ბუშტის არსებობასთან დაკავშირებით შიშები უარყვეს და ამერიკული საფონდო ბირჟის ზრდის მოლოდინები გააუმჯობესეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ძლიერი კორპორაციული შემოსავლების ფონზე, წელს S&P 500-მა და Nasdaq-მა კიდევ არაერთი რეკორდის დაფიქსირება უნდა შეძლონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE