
SpaceX დაჩქარებული წესით S&P 500 Index-ში ვერ შევა
საფონდო ინდექსების პროვაიდერმა კომპანია S&P Dow Jones Indices-მა ძირითადი ბენჩმარკებისთვის, მათ შორის S&P 500 ინდექსისთვის, ამჟამად მოქმედი კრიტერიუმები უცვლელად დატოვა.
ორგანიზაციამ უარი თქვა იმ ინიციატივის მიღებაზე, რომლებიც ილონ მასკის SpaceX-ის მსგავსი ულტრამსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებისთვის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ ინდექსებში დაჩქარებულ შესვლას უზრუნველყოფდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინდექსების პროვაიდერი ახლად დალისტური სუბიექტებისთვის დაწესებული 12-თვიანი საცდელი პერიოდის შემცირებას ან ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე, მომგებიანობისა და თავისუფალი ბრუნვის მოთხოვნების გაუქმებას არ გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით S&P Dow Jones-ი ინდუსტრიაში არსებულ იმ ზოგად ტენდენციას დაუპირისპირდა, რომელიც მისმა ალტერნატიულმა კონკურენტებმა, Nasdaq-მა და FTSE Russell-მა უკვე დანერგეს.
ცნობისთვის, S&P Dow Jones Indices-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური საფონდო ბაზრებისთვის სხვადასხვა სახის ინდექსებს ადგენს და მათ მონიტორინგს ახორციელებს. სწორედ ეს კომპანია ადგენს S&P 500 ინდექსს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ინდექსია და ის 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს.
კომპანიის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ SpaceX-ს, Anthropic-სა თუ OpenAI-ს ფლაგმანურ ინდექსში შესვლა დაჩქარებული წესით არ შეეძლებათ, განსხვავებით Nasdaq 100 ინდექსისა, სადაც ამ კომპანიებს 15 დღეში ვიხილავთ.
BM.GE
წყარო: bm.ge