
SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი აშშ-ის ლუიზიანას შტატში $100 მილიარდის ღირებულების უმსხვილესი სამუშაო კომპლექსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც Starship-ის რაკეტების გაშვებასა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოემსახურება.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50,585 ჰექტაზე გაშლილი Starbase Louisiana-ს მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. ობიექტის მთავარი დანიშნულება დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ყოველწლიურად ათასობით მისიის განხორციელება იქნება.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში 3,000-ზე მეტ პირდაპირ სამუშაო ადგილს შექმნის. ლუიზიანას ეკონომიკური განვითარების სააგენტოს მონაცემებით, კომპლექსში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი რეგიონის არსებულ საშუალო მაჩვენებელს 192%-ით გადააჭარბებს, ხოლო არაპირდაპირი გზით შტატში დამატებით 8,100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პარალელურად, ილონ მასკი SpaceX-ის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს, რაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების დანერგვასა და კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, აგვისტოში SpaceX-მა და Tesla-მ $16.8 მილიარდის ღირებულების Terafab-ის სახელით ცნობილი AI-ჩიპების საწარმოო კომპლექსის მშენებლობა გამოაცხადეს, რომელიც კომპანიების გაზრდილ გამოთვლით მოთხოვნებს უზრუნველყოფს.
BM.GE
წყარო: bm.ge