
SpaceX მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $74 მილიარდს ჩადებს
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი SpaceX ტეხასსა და არიზონაში ორი უმძლავრესი მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად $74 მილიარდზე მეტის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
უფრო კონკრეტულად, კომპანია ტეხასში Starbase-ის ტერიტორიაზე $24 მილიარდზე მეტს დახარჯავს, არიზონაში, კოჩისის ოლქში დაგეგმილი კამპუსისთვის კი დაახლოებით $50 მილიარდს გამოყოფს.
კომპანიის განმარტებით, არიზონის პროექტი 5,500 სამშენებლო და 1,000 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის. რაც მთავარია, კამპუსი მშრალი გაგრილების სისტემას გამოიყენებს და მიწისქვეშა წყლების სამრეწველო მოხმარება დაგეგმილი არ არის, რაც მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
პარალელურად, ტეხასის შტატში, Starbase-ის ტერიტორიაზე დაგეგმილი ობიექტი ელექტროენერგიას საერთო ქსელის ნაცვლად, დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, რაც ასევე მოსახლეობის მოთხოვნითაა განპირობებული. SpaceX-ის მონაცემებით, ტეხასის პროექტმა უკვე 3,000-ზე მეტი სამშენებლო სამუშაო ადგილი შექმნა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 500-ზე მეტ მუდმივ პოზიციას შექმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge