მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX უკვე Nasdaq 100-ის ინდექსში შევიდა
SpaceX უკვე Nasdaq 100-ის ინდექსში შევიდა

SpaceX უკვე Nasdaq 100-ის ინდექსში შევიდა

BM.GE7 ივლისი, 2026, 20:11|bm.ge

ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX დაჩქარებული წესით Nasdaq-100-ის ინდექსში შეიყვანეს, რომელიც საფონდო ბირჟაზე განთავსებულ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს.

ამ ცვლილების შედეგად, პასიურ ფონდებს $6 მილიარდის ღირებულების ფასიანი ქაღალდების შეძენა მოუწევთ, რაც თავისუფალ ბრუნვაში არსებული აქციების დაახლოებით 6%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში კომპანიის პირველი ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ, ბაზარზე სავაჭროდ აქციების დამატებითი 20% გახდება ხელმისაწვდომი, რაც ინდექსაციით გამოწვეულ წნეხს შეამსუბუქებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Nasdaq-ი კომპანიას ინდექსში თავისუფალ ბრუნვაში არსებული აქციების მიხედვით აკორექტირებს, სადაც ამჟამად $102 მილიარდის ღირებულების 638 მილიონი აქციაა ხელმისაწვდომი. საფონდო ბირჟის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მაჩვენებელი სამზე გამრავლდება, რაც SpaceX-ს ბაზარზე $300 მილიარდიანი კაპიტალიზაციის მქონე სუბიექტის გავლენას მიანიჭებს და ინდექსის მთლიანი ღირებულების 0.75%-ს გაუტოლებს. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები კომპანიის შემოსავლების სწრაფ ზრდას ელიან, რამაც 2026 წელს შესაძლოა $36 მილიარდი შეადგინოს, 2030 წლისთვის კი მაჩვენებელი $200 მილიარდამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა ივნისში გამართულ პირველად საჯარო შეთავაზებაზე რეკორდული $86 მილიარდი მოიზიდა, თუმცა ის ჯერაც არ იყო თავად Nasdaq-100 ინდექსში, რომელსაც ის დღეს შეუერთდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

BM.GE

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

BM.GE

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE