მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SPAR-ი წიფნარის საჯარო სკოლის 30 მოსწავლის ყოველდღიურ კვებას დააფინანსებს
SPAR-ი წიფნარის საჯარო სკოლის 30 მოსწავლის ყოველდღიურ კვებას დააფინანსებს

SPAR-ი წიფნარის საჯარო სკოლის 30 მოსწავლის ყოველდღიურ კვებას დააფინანსებს

BM.GE1 ივნისი, 2026, 12:04|bm.ge

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის 30 მოსწავლის კვებას, 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში, SPAR-ი დააფინანსებს. ინიციატივა რიტეილ კომპანიის ახალი გრძელვადიანი კამპანიის - „ყოველდღე უკეთესია“ ნაწილია. ახალ პროექტზე bm.ge-სთან "დეილი ჯგუფის” მარკეტინგის დირექტორმა თათული გულბიანმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ერთწლიანი პროექტის ჯამური ბიუჯეტი 50,000 ლარია, რაც სრულად დაფარავს იმ კვებით საჭიროებებს, რომელზეც პროექტის დაგეგმვის პროცესში სკოლასთან და ჩართულ მხარეებთან ერთად იყო საუბარი.

„საბოლოო მენიუ სკოლის დირექციისა და მშობლების ჩართულობით განისაზღვრება, რათა ბავშვების საჭიროებებსა და ყოველდღიურ რუტინას მოერგოს. ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაბალანსებული კვება, მათ შორის ხილი და სხვა ისეთი საკვები კომპონენტები, რომლებიც მოსწავლეებს სასწავლო დღის განმავლობაში საჭირო ენერგიას მისცემს.

პროექტის დაგეგმვის პროცესში SPAR-ი უშუალოდ დაუკავშირდა სოფელ წიფნარის საჯარო სკოლას. სკოლის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა და თანამშრომლობის სურვილი. სკოლის ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსწავლეების ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა უსაფრთხოდ და ორგანიზებულად მოხდეს. განათლების სამინისტროს მხრიდან პროცესს შეფერხება არ შეჰქმნია.

პროექტისთვის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა სკოლის მზაობისა და სოციალური საჭიროების გათვალისწინებით შეირჩა. მოსწავლეთა 66% სოციალურად დაუცველია, რაც SPAR-ისთვის ამ ინიციატივის საჭიროებას კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს“, - ამბობს თათული გულბიანი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „სწავლა ყოველდღე უკეთესია“ SPAR-ის ახალი კამპანიის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და არ მოიაზრება როგორც ერთჯერადი აქტივობა. კომპანია განიხილავს პროექტის გაგრძელებისა და სამომავლოდ მსგავსი ინიციატივების გაფართოების შესაძლებლობასაც.

"SPAR-ისთვის „ყოველდღე უკეთესია“ ნიშნავს არა მხოლოდ მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილების გაუმჯობესებას, არამედ იმ სოციალური ინიციატივების განხორციელებასაც, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში რეალურ, ხელშესახებ ცვლილებას ქმნის", - აღნიშნა თათული გულბიანმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელი ინვესტორების დაბანდებები რეკორდულ ₾867 მილიონამდე გაიზარდა

ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელი ინვესტორების დაბანდებები რეკორდულ ₾867 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს

BM.GE

აპრილში ხელფასის მიმღებთა 3.4% ₾9 600-ზე მეტ ხელფასს იღებდა - PMCG კვლევის ცენტრი

აპრილში ხელფასის მიმღებთა 3.4% ₾9 600-ზე მეტ ხელფასს იღებდა - PMCG კვლევის ცენტრი

BM.GE