მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი 10 მილიონ ბარელამდე გაიზარდა
სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი 10 მილიონ ბარელამდე გაიზარდა

სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი 10 მილიონ ბარელამდე გაიზარდა

BM.GE4 ივლისი, 2026, 04:11|bm.ge

მიმდინარე წლის ივნისში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ყოველდღიური ექსპორტი, მაისთან შედარებით, 3 მილიონზე მეტი ბარელით გაიზარდა და დღე-ღამეში 10 მილიონ ბარელს გადააჭარბა.

მიუხედავად მკვეთრი მატებისა, რეგიონიდან ნავთობის გატანის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დღიური ექსპორტი 16.5 მილიონ ბარელს აღწევდა, კვლავ 40%-ით ნაკლებია.

როგორც ირკვევა, მიწოდების აღდგენასა და ნავთობის ფასების კონფლიქტამდელ ნიშნულამდე შემცირებაში წამყვანი როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა, სადაც ნედლი ნავთობის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს, დღეში 3.8 მილიონ ბარელს მიაღწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზღვაო მიმოსვლის აღდგენა და ყურეში ბლოკირებული ნედლეულის ნაკადის სწრაფი ტრანსპორტირება 17 ივნისს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, სრუტის გავლით მოძრავი გემების ნაკადში 47 დატვირთული ექსპორტიორი ტანკერი და ყურეში შესული 41 ბალასტური გემი ფიქსირდება, რაც რეგიონში საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების აქტივობის აღდგენაზე მიუთითებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE