მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს
სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 23:37|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის III კვარტლის ინდექსის მიხედვით, გამოკითხულ კომპანიათა ნახევარი (50%) აცხადებს, რომ მათ საქმიანობას გარკვეული ფაქტორები უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევები კვლავ კვალიფიციურ კადრებსა და ადმინისტრაციულ ბარიერებზე მოდის.

2026 წლის მესამე კვარტალში გამოკითხულმა კომპანიებმა ბიზნესსაქმიანობისთვის სამი ყველაზე კრიტიკული ბარიერი დაასახელეს:

• სპეციალისტების ნაკლებობა (54%) - კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად რჩება. • სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები (52%) - რეგულაციები და ბიუროკრატია კომპანიების ნახევარზე მეტს საქმიანობას ურთულებს. • სამუშაო ძალის ნაკლებობა (48%) - ზოგადი სამუშაო ძალის დეფიციტი გასულ კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და კიდევ უფრო გამწვავდა.

ამის საპირისპიროდ, მკვეთრად შემსუბუქდა მოთხოვნის სიმცირის პრობლემა. წინა კვარტალთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით იკლო იმ კომპანიების წილმა, რომლებიც მოთხოვნის ნაკლებობას უჩივიან (13%). ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობას ხელშემშლელად მხოლოდ 17% ასახელებს, ხოლო შეზღუდულ ფინანსურ რესურსებს - 11%.

პრობლემები სექტორებისა და საწარმოს ზომის მიხედვით:

მშენებლობის სექტორი: კადრების დეფიციტს ყველაზე მწვავედ სწორედ მშენებლობაში განიცდიან. გამოკითხული კომპანიების 100% აცხადებს, რომ სპეციალისტების ნაკლებობა აწუხებთ. ამასთან, მშენებლობაში ყველაზე მაღალია სამართლებრივი/ადმინისტრაციული ბარიერების (75%), სამუშაო ძალის დეფიციტისა (63%) და შეზღუდული ფინანსური რესურსების (38%) მაჩვენებელიც.

ვაჭრობა და მომსახურება: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები განსაკუთრებით აწუხებს ვაჭრობის სექტორს (57%), ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა - მომსახურების სექტორს (50%).

საშუალო ზომის კომპანიები: საწარმოთა ზომის მიხედვით, ბიუროკრატიული და კადრებთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე მეტად საშუალო ზომის ბიზნესს აწვება (სპეციალისტების ნაკლებობა - 48%, სამუშაო ძალა - 43%, ადმინისტრაციული ბარიერები - 33%).

იმ კომპანიებიდან, რომლებიც სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დაბრკოლებებზე მიუთითებენ, უმრავლესობა მთავარ მიზეზად მარეგულირებელ გარემოს (79%) და ადმინისტრაციულ საკითხებს (71%) ასახელებს. სასამართლო სისტემას ხელშემშლელ ფაქტორად ბიზნესის 33% მიიჩნევს (ძირითადად მომსახურების სექტორში).

აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 27 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი იმ კომპანიათა წილი, რომლებიც სწორედ ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებენ მთავარ ბარიერად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

BM.GE

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

BM.GE

13 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

13 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $107-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $107-მდე გაიზარდა

BM.GE