მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს
სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE30 ივლისი, 2026, 21:56|bm.ge

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ოპერატიული რეჟიმებისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებში დირექტორი გიორგი ამუზაშვილი აცხადებს, რომ 24 ივლისს ქვეყანაში მომხდარი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მისი თქმით, სემეკის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პირველადი შეფასება „ტენდენციურად წაყვანილია“, ხოლო სისტემაში შესაბამისი დაცვის მექანიზმების არარსებობის შესახებ სემეკის ჯგუფის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამუზაშვილი გამოეხმაურა სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას არსებული რელეური დაცვისა და ავტომატიკის გადაანგარიშება უნდა განეხორციელებინა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და უზრუნველეყო ენერგოსისტემის მდგრადობა.

„პირიქით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მოწყობილი არის თანამედროვე ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკების კომპლექსი. ზუსტი მიზეზი, რა იყო, რამ გამოიწვია ამხელა მასშტაბური ჩაქრობა და მომხმარებლების ელექტროენერგიის გარეშე დატოვება, ეს მოკვლევის საგანია. ხოლო ის, რაც გავრცელდა, რომ თითქოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთხით არ იყო მზადყოფნაში შესაბამისი მოწყობილობები ან პერსონალი, არ შეესაბამება სიმართლეს.

სანამ დასკვნებს გამოვიტანთ – ჯერ დასრულებული არ არის აქ განხილვები – ჯობია, რომ წინარე შეფასებებისგან თავი შევიკავოთ. აქ მრავალი ფაქტორებია: ენგურჰესის მარეგულირებელი მოწყობილობების ხარვეზების ფაქტორი, ქსელში სარელეო დაცვის – გამანაწილებელ ქსელში სარელეო დაცვის ძველი მოდიფიკაციის, გადასაიარაღებელი პროცესის საკითხი, სადაც საჭიროა ინვესტიციების ჩადება,“ – აღნიშნა მან.

ამუზაშვილის შეფასებით, სისტემის საიმედოობის გაზრდა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

„ეს არ მოხდება ერთიანად, უცბად. ეს საჭიროებს კოორდინაციას, კონტროლს, მარეგულირებლის მიერ გამანაწილებელი სისტემების ბიუჯეტებში შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებას. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომ სისტემის საიმედოობა ამაღლდეს და გამანაწილებელი ქსელის კომპანიები გადაიარაღდნენ ისეთი მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურობას,“ – განაცხადა მან.

როდესაც მოკვლევა დასრულებული არ არის, იცით, რომ ორი კუთხით მიმდინარეობს მოკვლევა: ერთი მხრივ იძიებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მეორე კუთხით – სემეკი, ასევე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. ეს არის კომპლექსური საკითხები. მალე დასრულდება ასეთი ტიპის მოკვლევები. ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას,“ – თქვა მან.

მისივე განცხადებით, სემეკის პირველადი შეფასების „სიცრუედ“ შეფასება არ სურს, თუმცა მიიჩნევს, რომ იგი ნაადრევი და ტენდენციურია.

„ამ ეტაპზე ეს არის სემეკის პოზიცია. ვერ ვიტყვი ამას, რომ სიცრუეა, ეს არის ტენდენციურად წაყვანილი... მოდით, დაველოდოთ. არის ჩანაწერები, გაანალიზდეს ეს ჩანაწერები. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს ერთ-ორ დღეში არ დასრულდება,“ – განაცხადა ამუზაშვილმა.

რაც შეეხება ვერსიას, რომ ავარია შესაძლოა საბოტაჟს უკავშირდებოდეს, სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არცერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. „მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, მოდით დაველოდოთ გამოძიებას და მოკვლევას,“ – განაცხადა გიორგი ამუზაშვილმა.

სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა ორი ენერგოსისტემის გამიჯვნა, რის შემდეგაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა. კომისიის ინფორმაციით, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რასაც კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.

სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ერთ-ერთი გარემოება იყო ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია. ამასთან, ჯგუფმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას არსებული დაცვისა და ავტომატიკის გადაანგარიშება უნდა განეხორციელებინა, რათა შემცირებულიყო აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა, ხოლო შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სემეკი ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწროიმედი
  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

BM.GE