მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო
Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო

Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 03:55|bm.ge

უმსხვილესი ყავის ქსელი Starbucks-ი ჩრდილოეთ ამერიკაში 250 არამომგებიან ფილიალს ხურავს. როგორც ირკვევა, დასახელებული ობიექტები რეგიონში არსებული 18 000 ყავის სახლის დაახლოებით 1%-ია.

მარეგულირებელ ორგანოში გაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული პროცესი 2026 ფისკალური წლის ბოლომდე დასრულდება. მენეჯმენტის შეფასებით, ახალი რესტრუქტურიზაცია $300 მილიონის ხარჯს გამოიწვევს. პარალელურად, კომპანიამ 2026 წლისთვის ახალი ობიექტების გახსნის სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა და 600-650 ერთეულის ნაცვლად, მხოლოდ 440 ფილიალის დამატება დაგეგმა.

აღსანიშნავია, რომ ქსელის ოპტიმიზაცია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ნიკოლის სტრატეგიის ნაწილია. ამასთან, ხარჯების კონტროლისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით, მენეჯმენტმა კორპორაციული პოზიციების ნაწილი გააუქმა და რამდენიმე რეგიონული ოფისიც დახურა. ამასთან, კომპანიამ ლოიალობის პროგრამა განაახლა და მომხმარებელს დამატებითი შეთავაზებები, მათ შორის ცივი ქაფი წარუდგინა.

ცნობისთვის, ერთი წლის წინ Starbucks-მა ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე არარენტაბელური ობიექტი, მათ შორის სიეტლის ისტორიული ფილიალი უკვე დახურა. იმდროინდელი რესტრუქტურიზაციის პროცესი კომპანიას დაახლოებით $1 მილიარდი დაუჯდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

BM.GE