მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან
"Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან

"Starlink-ის გათიშვა ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. ის განზრახ შეგვიჩერეს" - ზელენსკის ინტერვიუ Financial Times-თან

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 15:05|bm.ge

დიდ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასაშუალებებს არაერთი ინტერვიუ მისცა. მათ შორის იყო გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი, რომელთანაც მან ისაუბრა არამარტო იმაზე, თუ რატომ მიაჩნია ტრამპი-პუტინის "დიზელის გარიგება" პრობლემურად, არამედ იმაზეც, თუ რა საფრთხე შეუქმნა ქვეყანას Starlink-ის გათიშვამ. ამ სტატიაში ყურადღება სწორედ იმ ძირითადად თემებზე გამახვილდება, რომლებზეც პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა.

დავიწყოთ იმ საკითხით, რომელმაც ბოლო დღეებში მედიასა თუ დასავლელ პოლიტიკოსებში ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა. იგულისხმება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და ილონ მასკის Starlink-ის მუშაობის გაჩერებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უკვე მეხუთე წელია ომში მყოფ სახელმწიფოს მართავს, FT-ს ღიად განუცხადა, რომ ბოლო მასირებული ბალისტიკური თავდასხმების დროს უკრაინამ პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება არა თუ ვერ, არ მიიღო.

მისი თქმით, ოფიციალურ დონეზე ამას „ტექნიკური ხარვეზი“ დაერქვა, თუმცა კიევი მარტივად მიხვდა, რომ ეს იყო პირდაპირი გააზრებული ნაბიჯი ერთგვარი სიგნალის გასაშვებად. სამხედრო დონეზე უკრაინელებს მიუთითეს რომ, თუ უკრაინა არ შეწყვეტდა დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ არ დააკმაყოფილებდა ტრამპის მოთხოვნას, დაზვერვის კუთხით პრობლემები შეექმნებოდა. FT-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ ახსნა კიდეც, რატომ აღმოჩნდა უკრაინისთვის Starlink-ების გათიშვა პრობლემური.

„მე შემიძლია გითხრათ ის, რაც ზუსტად ვიცი: Starlink-ის სიჩქარე განზრახ შეანელეს. დიახ, ეს არ ყოფილა ტექნიკური პრობლემა, ეს იყო მიზანმიმართული ნება. ჩვენ ზუსტად გვესმის, რაც ხდება, რადგან ეს მოხდა ყველგან - დედაქალაქშიც და მთელ უკრაინაშიც, სადაც კი ამ სისტემას ვიყენებთ. ეს საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ბრძოლის ველზეც, სადაც ნაცრისფერ ზონაში ბლოკირებულ ჩვენს ჯარისკაცებს საკვებსა და წყალს მხოლოდ მაღალსიჩქარიანი დრონებით ვაწვდით - თუ დრონი შენელდა, მას უბრალოდ ჩამოაგდებენ. აი, რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაგვიკეთეს ეს, სამხედრო დონეზე პასუხი ისედაც პირდაპირ, იქამდე გაგვცეს. გვითხრეს - თუ არ გაჩერდებით, დაზვერვას დაგიბლოკავთო. სწორედ ეს მოხდა ბოლო დღეებში." - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა, როგორც ზელენსკიმ თქვა, თავიდან ბოლომდე იყო დაკავშირებული ტრამპის მოთხოვნასთან, რომ უკრაინას აღარ დაებობმა რუსული ნავთობგადასამუშავებელი ობიექტები. თუმცა ინტერვიუში ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ოფიციალურმა კიევმა ამერიკის მმართველის ამ სვლას ერთგვარი გონივრული ჟესტით უპასუხა. კერძოდ, პრეზიდენტმა Starlink-ზე წვდომის შეჩერების საპასუხოდ რუსეთის ნავთობისა და დიზელის ობიექტებზე შეტევები 3 დღით გააუქმა, რათა არ მიეცა მოკავშირეებისთვის იმის თქმის საფუძველი, რომ უკრაინამ თეთრი სახლის თხოვნას პატივი არ სცა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ამ ჟესტს იდენტური ქმედებით საერთოდაც არ უპასუხა მოსკოვმა. მისი თქმით, რუსეთმა ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავი სასაცილოდაც არ ჩათვალა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა კიევის, ხარკოვისა და ლუცკის მთავარ ენერგოობიექტებს, რასაც, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეც ემსხვერპლა.

როგორც ინტერვიუდან შევიტყვეთ, ზელენსკი განსაკუთრებით გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ შტატების ლიდერს არათუ ამ ბოლოდროინდელი, არამედ წლების განმავლობაში პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულებიც კი არ ეყო არგუმენტად, რომ მასთან შეთანხმება არ დაედო. პირიქით, ტრამპმა შეამსუბუქა სანქციები და ეს ყველაფერი რამდენიმე ასეული ათასი ბარელი დიზელის სანაცვლოდ გააკეთა.

აი, ამ ფონზე კი Financial Times-სს ზელენსკიმ ღიად განუცხადა, რომ ამ პრეცედენტმა მას ახალი საფიქრალი გაუჩინა. აი, რას აცხადებს პრეზიდენტი ინტერვიუში:

“ვთქვათ, დადგა მომენტი, როდესაც ასეთი „დიზელის გარიგება“ უკრაინას აიძულებს გაჩუმდეს და დარტყმებს აღარ უპასუხოს, ჩნდება კითხვა - რა იქნება შემდეგი გარიგება? - გაზზე გარიგება? ხომ ყველამ ვიცით, ვინც მიიღებს ამ ფულს და რაშიც დახარჯავს მას? ისიც ვიცით, რომ ეს ფული უკრაინის აღდგენას არ მოხმარდება. თანხები რუსეთის სამხედრო წარმოების გაზრდაში წავა. ფაქტია, ტრამპი აღარც მალავს, რომ მოსწონს პუტინისნაირი ადამიანები. ადამიანები რომლებიც ძალაუფლებას 20, 30 ან 40 წელი ინარჩუნებენ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მართლაც, ზელენსკიმ ტრამპის ხედვების მიმართ გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. Financial Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამერიკის მხარდაჭერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, კიევს გვერდით ედგას გაერთიანებული დასავლეთი. ანუ, არამარტო ამერიკა, არამედ ამერიკა და ევროპა ტანდემში.

როგორც ის ამბობს, თუ ეს ორი მსხვილი მოთამაშე სრულ ერთიანობას არ გამოავლენენ, რთული იქნება პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა.

თუმცა, პრობლემა, როგორც ზელენსკი ამბობს, ის არის, რომ თავად ევროპის შიგნითაც კი უკვე ერთიანობის პრობლემაა. მისი თქმით, ზოგი ქვეყანა დღემდე არ არის მზად რუსულ ნავთობსა თუ ბირთვულ ენერგეტიკაზე, იგივე ბირთვულ კომპანიებზე სანქციების დასაწესებლად. და ეს მაშინ, როცა რუმინეთში, ბულგარეთსა თუ გერმანიაში რუსული დრონების გამოჩენას უკვე ყველა უნდა დაერწმუნებინა, რომ კრემლი ყველაფერზეა წამსვლელი.

„მხოლოდ ერთიანობას შეუძლია რუსეთის შეჩერება და დარწმუნებული ვარ, შეერთებულ შტატებსა და ევროპას ეს ძალიან სწრაფად შეუძლიათ. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ბევრ საკითხში ჩვენ და ევროპელები ერთ აზრზე ვართ, ზოგი მაინც ამბობს, რომ არ არის მზად ნავთობის ემბარგოსთვის ან რუსული ბირთვული კომპანიების დასანქცირებისთვის. არადა, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ევროპის გაერთიანება. ფაქტია, რუსეთმა თავისი დრონებით უკვე დაიწყო ჰიბრიდულ ოპერაციები რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთისა თუ გერმანიის ცაში. რასაც ახლა კრემლი აკეთებს, ჰგავს ზღვაში ცივი წყლის მოსინჯვას: ერთხელ იზამს, ორჯერ, სამჯერ, მერე კი მთლიანად შემოვა.“ - თქვა უკრაინის ლიდერმა.

Financial Times-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ არამარტო ტრამპს, არამედ ევროპელ პარტნიორებსაც გაუგზავნა სიგნალი და უთხრა, რომ დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველამ საბოლოოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია. უბრალოდ, როგორ რეაგირებას მოელის პრეზიდენტი ადრეაატებისაგან, ამის პროგნოზისაგან ის თავს იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილაფორმულა
  • "მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან" - სპეციალური პენიტენციური სამსახურირუსთავი 2
  • მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილს მკვლელოვა - ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილიტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

BM.GE

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია

რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარია

BM.GE

10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

BM.GE