მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Starlink-ის სერვისის მოწოდება აღდგა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
"Starlink-ის სერვისის მოწოდება აღდგა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

"Starlink-ის სერვისის მოწოდება აღდგა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 17:20|bm.ge

უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირი აღდგა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათმა დანაყოფებმა სისტემაზე წვდომა აღიდგინეს. როგორც Kyiv Independent-ი წერს, უწყება შეფერხების მიზეზების გასარკვევად შესაბამის მოლაპარაკებებს მაინც განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა 14 ოქტომბერს, გაფრთხილების გარეშე, ქსელის სიჩქარე საათში 160 კილომეტრამდე შეზღუდა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ აქტიური სამხედრო ოპერაციების, მათ შორის, დამრტყმელი და ჩამჭრელი დრონების მუშაობა შეაფერხა. უკრაინული მხარის განცხადებით, ოთხშაბათს სიჩქარის მაჩვენებლები კიდევ უფრო იყო შემცირებული.

აღსანიშნი ფაქტია, რომ გუშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკს სერვისის სრულად აღდგენა მედიის საშუალებით სთხოვა. უკრაინის ლიდერის თქმით, ქსელის შეზღუდვა "დიდი შეცდომა" იყო. პრეზიდენტის ვარაუდით, პრობლემა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები SpaceX-ის სატელიტურ ქსელს ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, სისტემაში არსებულ ნებისმიერ შეფერხებას სამხედრო ოპერაციების მსვლელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • მიხაილ ფედოროვი: Starlink-მა უკრაინაში მუშაობა ნაწილობრივ განაახლაფორმულა
  • 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
  • 13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნისტვ პირველი
უკრაინის →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

BM.GE

City Mall-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ

City Mall-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ

BM.GE

პარლამენტის არცერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირი არ მოუწვევია - 3 თვის ანგარიში

პარლამენტის არცერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირი არ მოუწვევია - 3 თვის ანგარიში

BM.GE

სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის

სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის

BM.GE