მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სტატუსს სახლში ვერ დატოვებთ" - მაია მწარიაშვილი ბიზნესის პოლიტიკური აქტივობის შემზღუდავ კანონზე
"სტატუსს სახლში ვერ დატოვებთ" - მაია მწარიაშვილი ბიზნესის პოლიტიკური აქტივობის შემზღუდავ კანონზე

"სტატუსს სახლში ვერ დატოვებთ" - მაია მწარიაშვილი ბიზნესის პოლიტიკური აქტივობის შემზღუდავ კანონზე

BM.GE18 მაისი, 2026, 02:19|bm.ge

"სტატუსს სახლში ვერ დატოვებთ" - ასე ეხმაურება იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც ბიზნესს პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს.

საქმე ისაა, რომ მეწარმეებს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, 4 მარტიდან საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება.

ცვლილებების გარშემო, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბიზნესმენებს შეუძლიათ პოლიტიკური აქტივობა ფიზიკური პირის სახელით შეუძლიათ განაგრძონ და არ გააკეთონ საჯარო პოლიტიკური განცხადებები კომპანიის სახელით.

თუმცა, როგორც იურისტი მაია მწარიაშვილი განმარტავს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში პიროვნების სტატუსსა და მის პირად აზრს შორის მკვეთრი მიჯნა არ არსებობს - ახალი მუხლებით იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ფარგლები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. როგორც მწარიაშვილი BMG-სთან აცხადებს, კანონით, კომპანია პასუხს აგებს, თუ მისი წარმომადგენელი იურიდიული პირის სახელით ან საკუთარი პროფესიული სტატუსით საუბრობს. თუმცა, მწარიაშვილის თქმით, ეს ზღვარი სრულიად არაიდენტიფიცირებადია.

„ეს არის ძალიან საშიში ზღვარი და ასევე, არაბუნდოვანი კანონის თვალსაზრისით. სტატუსი როგორ უნდა მოიხსნას ბიზნესის წარმომადგენელმა და დატოვოს სახლში, ეს არავინ არ იცის. ანუ, ეს არის ამ მუხლების კიდევ ერთი პრობლემა, მაშინ როდესაც მათ ეუბნებიან ყოფით ენაზე - რომ შენით რაც გინდა გააკეთე, მაგრამ კომპანიის სახელით ნუ გააკეთებ.

თქვენ მაგალითად მედიას რა გაინტერესებთ? დიასახლისის აზრი, თუ გაინტერესებთ ნებისმიერი მსხვილი კორპორაციის ან თვალსაჩინო ბიზნესების წარმომადგენელი? ისინი თავისი სტატუსით გესაუბრებიან. როგორც კი თავისი სტატუსით გესაუბრებიან, ისინი უკვე ხდებიან ამ მუხლის სუბიექტები“ - აცხადებს მაია მწარიაშვილი BMG-სთან.

BLB-ის უფროსი პარტნიორი ხაზს უსვამს, რომ კანონის ბუნდოვანება პროკურატურას საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ქმედება დანაშაულად მიიჩნიოს, რაც ბიზნესისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანია.

„კანონი იმდენად ბუნდოვანია, იმდენად არაცხადია და იმდენად დრაკონულია, რომ შეუძლებელია სწორი პრაქტიკული მაგალითების მოყვანა, იმიტომ რომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავთ, “ - აცხადებს მაია მწარიაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღესრუსთავი 2
  • მუქარა არასრულწლოვანის მიმართ - ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია შევიდატვ პირველი
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE