მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ეძლევათ
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ეძლევათ

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ეძლევათ

BM.GE20 აგვისტო, 2026, 22:20|bm.ge

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ, - ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იტყობინება.

უწყების ცნობით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება მიეცემათ.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ.

"მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.

მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება", - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უფლება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასიმედი
  • ხმის უფლება ჩამოვართვათ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უღალატეს – ცესკოს უფროსინეტგაზეთი
  • "ჩვენს გარეშე არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური" - ემიგრანტები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვენტვ პირველი
  • შეერთებული შტატები განდევნილია და მათ აღარ აქვთ უფლება, შემოვიდნენ სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში - ირანის არმიის სარდალირუსთავი 2
უფლება →

მსგავსი სტატიები

ბათუმში "შავი ზღვის თაფლის ფესტივალი" გაიმართა

ბათუმში "შავი ზღვის თაფლის ფესტივალი" გაიმართა

BM.GE

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 7 თვის ფინანსური შედეგები

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 7 თვის ფინანსური შედეგები

BM.GE

"აპრილიდან საიას აღარ აქვს არცერთი მიმდინარე პროექტი" - ორგანიზაცია შემოწირულობებით და საწევროების დახმარებით ფუნქციონირებს

"აპრილიდან საიას აღარ აქვს არცერთი მიმდინარე პროექტი" - ორგანიზაცია შემოწირულობებით და საწევროების დახმარებით ფუნქციონირებს

BM.GE

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო

BM.GE