მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში "შავი ზღვის თაფლის ფესტივალი" გაიმართა
ბათუმში "შავი ზღვის თაფლის ფესტივალი" გაიმართა

ბათუმში "შავი ზღვის თაფლის ფესტივალი" გაიმართა

BM.GE20 აგვისტო, 2026, 22:42|bm.ge

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, სასტუმროების, რესტორნების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

როგორც აჭარის მთავრობა იტყობინება, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

"მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხარდაჭერაზე, ქართული თაფლის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, 2026 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება და მიმდინარეობს ფერმერების თანადაფინანსებაც. ასეთი ღონისძიებების ორგანიზება კი დამატებითი ბერკეტია მეფუტკრეების შესაძლებლობების გაზრდისა და მოტივაციის გაძლიერებისთვის.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მეფუტკრეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40-ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ და შეეძინათ აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები.

ფესტივალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობაც გაიმართება", - წერია აჭარის მთავრობის პრეს-რელიზში.

შავი ზღვის თაფლის ფესტივალი ბათუმში მეცხრედ ტარდება. ღონისძიება წელს აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავაიმედი
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმაფორმულა
  • შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებულირუსთავი 2
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

"ხუთი წლით გამიშვით ციხეში ეჭვების და შურის გამო" - ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს

"ხუთი წლით გამიშვით ციხეში ეჭვების და შურის გამო" - ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს

BM.GE

[მამუკა] მდინარაძე შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი

[მამუკა] მდინარაძე შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს

BM.GE

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ეძლევათ

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ეძლევათ

BM.GE