მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტეიბლკოინების რაოდენობით დოლარის შემდეგ ყველაზე პოპულარული თურქულ ლირაა - Zodia Markets
სტეიბლკოინების რაოდენობით დოლარის შემდეგ ყველაზე პოპულარული თურქულ ლირაა - Zodia Markets

სტეიბლკოინების რაოდენობით დოლარის შემდეგ ყველაზე პოპულარული თურქულ ლირაა - Zodia Markets

BM.GE4 ივნისი, 2026, 03:15|bm.ge

სტეიბლკოინების რაოდენობით დოლარის შემდეგ ყველაზე პოპულარული ვალუტა თურქულ ლირაა - ამის შესახებ ინფორმაციას Standard Chartered-ის შვილობილი კრიპტოკომპანია Zodia Markets-ი ავრცელებს.

აღნიშნულ პლატფორმაზე თურქულ ლირაზე მიბმული სტაბილური კრიპტოვალუტები მეორე ყველაზე გამოყენებადი ციფრული აქტივი გახდა. მართალია, ამ აქტივების მოცულობა აშშ დოლარზე მიბმულ ტოკენებთან შედარებით მცირეა, თუმცა ის ევროსა თუ სხვა წამყვან ვალუტებს მაინც უსწრებს.

Zodia Markets-ის თანადამფუძნებლის, ნიკ ფილპოტის განცხადებით, გასულ წელს პლატფორმაზე თურქული ლირის სტაბილურ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მოულოდნელად გაიზარდა. როგორც ირკვევა, მომხმარებლები მას სტანდარტული საბანკო გზავნილების ალტერნატივად იყენებდნენ, რადგან ის ანგარიშსწორებისას გაცილებით სწრაფად მუშაობს და ნაკლებ საკომისიოს მოითხოვს.

Standard Chartered-ის კრიპტოანალიტიკოსის, ჯეფ კენდრიკის შეფასებით, სტაბილურ კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსური ინფრასტრუქტურა სუსტია. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ლიდერ პოზიციებს ამჟამად კომპანიები: Tether-ი და Circle-ი ინარჩუნებენ. მათ მიმოქცევაში არსებული აქტივები ჯამურად $264 მილიარდს აღემატება

ცნობისთვის, სტაბილური კრიპტოვალუტები ტრადიციულ ფიატის ვალუტებზე მიბმული ციფრული აქტივებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE