მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Stellantis-მა პარიზში 6 ახალი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა
Stellantis-მა პარიზში 6 ახალი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა

Stellantis-მა პარიზში 6 ახალი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 04:05|bm.ge

ავტოგიგანტმა Stellantis-მა პარიზის საავტომობილო გამოფენის დაწყებამდე გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ექვსი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი ოფიციალურად წარადგინა. არსებული ინფორმაციით, პარიზში მდებარე ანგარ Y-ის სივრცეში კომპანიამ საკუთარი ხედვა მომხმარებელს 6 განსხვავებული ბრენდის მეშვეობით აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ეს სტრატეგიული ინიციატივა კორპორაციის FaSTLAne 2030-ის განვითარების გეგმას ეფუძნება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ანტონიო ფილოზას განმარტებით, ახალი მოდელები მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს უპასუხებს და გახდის შესაძლებელს, რომ Stellantis-მა მომდევნო 5 წელიწადში ევროპის ბაზრის 25% მოიცვას.

რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, Stellantis-ის შვილობილმა Citroën-მა შექმნა ლეგენდარული 2 CV-ის სრულად ელექტრონული ვერსია, რომლის საორიენტაციო ფასიც €15,000 ($16.3 ათასი) იქნება. პარალელურად, FIAT-მა შეიმუშავა ახალი კონცეპტი Multiplay, რომელიც პიკაპის ფუნქციონალსა და SUV-ის კომფორტს აერთიანებს. როგორც ირკვევა, ეს მოდელი ისტორიული Multipla-ს თანამედროვე ვერსია იქნება.

რაც შეეხება PEUGEOT-ს, მან წარადგინა სპორტული RCZ Vision-ი, რომელიც STLA One-ის პლატფორმაზეა აგებული და მართვის უახლეს, steer-by-wire-ის ტექნოლოგიას იყენებს.

კონცეპტუალური ავტომობილი სპორტული ხაზის მოყვარულებისთვისაც წარადგინა Stellantis-მა. კერძოდ, მისმა შვილობილმა იტალიურმა Alfa Romeo-მ 4.7 მეტრის სიგრძის მოდელი Cuorerosso შექმნა. ეს ავტომობილი 2.9-ლიტრიანი V6 Full-Hybrid ძრავით აღიჭურვა.

რაც შეეხება გერმანულ Opel-ს, მან წარადგინა უნივერსალის ტიპის კონცეპტი STX-ი, რომელშიც ბრენდის ახალი სტილისტური მიმართულება გამოიკვეთა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პარიკების ოთახი" AI ინსტრუმენტების დანერგვას გეგმავს

"პარიკების ოთახი" AI ინსტრუმენტების დანერგვას გეგმავს

BM.GE

"AI რძეზე ნაკლებადაა რეგულირებული" - Microsoft-ის პრეზიდენტი

"AI რძეზე ნაკლებადაა რეგულირებული" - Microsoft-ის პრეზიდენტი

BM.GE

ჩინეთის სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები აშშ-ის მაჩვენებელს აჭარბებს

ჩინეთის სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები აშშ-ის მაჩვენებელს აჭარბებს

BM.GE

2027 წლიდან ზღვარის გაორმაგებით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა ₾5 მილიარდით გაიზრდება – ლევან თოდუა

2027 წლიდან ზღვარის გაორმაგებით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა ₾5 მილიარდით გაიზრდება – ლევან თოდუა

BM.GE