მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 36 მუნიციპალიტეტისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა ₾55.2 მლნ-მდე გაიზარდა | განკარგულება
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 36 მუნიციპალიტეტისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა ₾55.2 მლნ-მდე გაიზარდა | განკარგულება

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 36 მუნიციპალიტეტისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა ₾55.2 მლნ-მდე გაიზარდა | განკარგულება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 21:44|bm.ge

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 3 469 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 55 198 650 ლარამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 2032-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტი 5 მუნიციპალიტეტს გაეზარდა. ამასთან, დამატებით თანხები 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

4 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 9-ჯერ დაკორექტირდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გამოყოფილი 55 198 650 ლარი ჯამში 36 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება

იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთაც დაფინანსება/ბიუჯეტიც გაეზარდათ ასეთია:

• სამტრედიის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 174 000 ლარით (125 000 ლარიდან 299 000 ლარამდე). • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 210 000 ლარით (2 240 000 ლარიდან 2 450 000 ლარამდე). • მარტვილის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 365 000 ლარით (259 000 ლარიდან 624 000 ლარამდე). • სენაკის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 1 000 000 ლარით (1 445 000 ლარიდან 2 445 000 ლარამდე). • ბოლნისის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 605 000 ლარით (1 000 000 ლარიდან 1 605 000 ლარამდე

დამატებით ბიუჯეტები კი შემდეგი 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

• ვანის მუნიციპალიტეტი: გამოიყო 965 000 ლარი. • დმანისის მუნიციპალიტეტი: გამოიყო 150 000 ლარი.

ოფიციალური განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტების სია და მათთვის გამოყოფილი თანხები სრულად ასეთია:

• ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ; • სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾299 ათასი; • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾7.996 მლნ; • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.850 მლნ; • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4.850 მლნ; • ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ; • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.416 მლნ; • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.303 მლნ; • საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.780 მლნ; • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ; • ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი; • ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾572 ათასი; • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾865 ათასი; • ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾675 ათასი; • ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი; • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი; • ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.1 მლნ; • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ; • მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾305 ათასი; • მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾624 ათასი; • სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾2.445 მლნ; • მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.280 მლნ; • დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი; • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾1.310 მლნ; • თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ; • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ₾364 ათასი; • გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ₾300 ათასი; • თელავის მუნიციპალიტეტი - ₾1.165 მლნ; • ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾1.605 მლნ; • ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი; • ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾295 ათასი; • თერჯოლის მუნიციპალიტეტი - ₾245 ათასი; • ახმეტის მუნიციპალიტეტი - ₾119 ათასი; • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ; • ვანის მუნიციპალიტეტი - ₾965 ათასი; • დმანისის მუნიციპალიტეტი - ₾150 ათასი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაციმედი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც ბათუმი-სარფის ₾809-მილიონიან გზას გაიყვანს

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც ბათუმი-სარფის ₾809-მილიონიან გზას გაიყვანს

BM.GE

Google-მა ფინეთში AI ინფრასტრუქტურაში რეკორდული $15.1 მილიარდი დააბანდა

Google-მა ფინეთში AI ინფრასტრუქტურაში რეკორდული $15.1 მილიარდი დააბანდა

BM.GE

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნა

BM.GE

აშშ კანადური ალკოჰოლის, რძის პროდუქტების ნაწილისა და მოტოციკლების იმპორტს კრძალავს

აშშ კანადური ალკოჰოლის, რძის პროდუქტების ნაწილისა და მოტოციკლების იმპორტს კრძალავს

BM.GE