მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Strategy-მ დამატებით $101 მილიონის ბიტკოინი შეიძინა
Strategy-მ დამატებით $101 მილიონის ბიტკოინი შეიძინა

Strategy-მ დამატებით $101 მილიონის ბიტკოინი შეიძინა

BM.GE10 ივნისი, 2026, 05:00|bm.ge

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Strategy-მ რეზერვების შესავსებად $101 მილიონის ღირებულების 1 550 ბიტკოინი შეიძინა. ოფიციალურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას განხორციელებული შესყიდვისას ერთი მონეტის საშუალო ფასმა $65 332 შეადგინა.

ამასთან, კომპანიამ $100 მილიონით გაზარდა ნაღდი ფულის რეზერვებიც, რომელთა საერთო მოცულობამ $1 მილიარდს მიაღწია. ამ უახლესი ტრანზაქციის შედეგად, Strategy-ს მფლობელობაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა 845 256-მდე გაიზარდა, რაც მიმდინარე საბაზრო ფასით $64 მილიარდად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით მაიკლ სეილორის კომპანია გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული შესყიდვა კომპანიამ საკუთარი აქციების გაყიდვით მიღებული $181 მილიონით დააფინანსა. ამ ნაბიჯმა ბაზარზე გააქარწყლა ეჭვები იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტის დაგროვების სტრატეგია შესაძლოა შეცვლილიყო.

არსებული ინფორმაციით, კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთი კვირის წინ Strategy-მ აქციონერებისთვის დივიდენდების გადასახდელად $2.5 მილიონის ღირებულების 32 ბიტკოინი გაყიდა. ეს იყო კომპანიის მიერ ციფრული აქტივის რეალიზაციის პირველი შემთხვევა 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, რამაც ბაზარზე პესიმისტური განწყობები გააძლიერა და ბიტკოინის 20%-იანი ვარდნა გამოიწვია.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, მაიკლ სეილორი აცხადებს, Strategy ისევ ურყევად აგრძელებს ბიტკოინში ინვესტირებას და ინვესტორებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ის ამ სტრატეგიას ოდესმე შეცვლის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE