მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და არა ავტონომიის შეზღუდვა - მიქანაძე
სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და არა ავტონომიის შეზღუდვა - მიქანაძე

სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და არა ავტონომიის შეზღუდვა - მიქანაძე

BM.GE28 მაისი, 2026, 15:45|bm.ge

სახელმწიფო დაფინანსების პრიორიტეტების განსაზღვრა, სფეროების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობის (კვოტების) დაგეგმვა და სისტემური დუბლირების შემცირება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და უნივერსიტეტების ავტონომიას არ ზღუდავს. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, უმაღლესი განათლების სისტემის საერთო სტრატეგიული ჩარჩოსა და დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ინარჩუნებს.

მინისტრის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები ეყრდნობა დამკვიდრებულ მიდგომებს, რაც უზრუნველყოფს ბალანსს საჯარო პასუხისმგებლობასა და უნივერსიტეტების შიდა ავტონომიას შორის.

„რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში შესწავლილი იქნა როგორც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის, EHEA-ს მიდგომები, ისე ცალკეული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვაში, რესურსების კონსოლიდაციაში, ხარისხის შეფასებასა და შრომის ბაზართან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. თუმცა პრიორიტეტს, ცხადია, ეროვნული საჭიროებები წარმოადგენს. რეფორმა არ განსაზღვრავს უმაღლესი განათლების სასწავლო ან სამეცნიერო შინაარსს. იგი უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს როლს სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვაში, რესურსების განაწილებასა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრაში. ამგვარი მოდელი უზრუნველყოფს ბალანსს უნივერსიტეტების ავტონომიასა და საჯარო პასუხისმგებლობას შორის და ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ მიდგომებს.

სახელმწიფოს ფუნქცია ამ კონტექსტში გულისხმობს სისტემური ჩარჩოს უზრუნველყოფას. კერძოდ, ხარისხის მინიმალური ეროვნული სტანდარტების განსაზღვრას, საგანმანათლებლო შედეგებზე დაფუძნებულ შეფასების მექანიზმებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს, საჯარო რესურსების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებაზე ზედამხედველობას. რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები არ წარმოადგენს უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვას. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფო ინარჩუნებს პასუხისმგებლობას უმაღლესი განათლების სისტემის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს, დაფინანსების პოლიტიკისა და სისტემური ორგანიზების განსაზღვრაზე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტონომიურად ახორციელებენ გადაწყვეტილებებს აკადემიურ, კვლევით, საკადრო და ინსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიდგომა ასახულია როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ავტონომიის მოდელში, ისე ევროპული უმაღლესი განათლების მართვის შესახებ OECD, Eurydice-ის ანალიტიკურ დოკუმენტებში. საკითხები, რომლებიც ეხება სახელმწიფო დაფინანსების პრიორიტეტებს, სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვას სფეროების მიხედვით, სისტემური დუბლირების შემცირებას, ევროპული პრაქტიკით ითვლება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად და არა უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვად. კიდევ ერთხელ მინდა, რომ გავიმეორო: საკითხები, რომლებიც ეხება სახელმწიფო დაფინანსების პრიორიტეტებს, სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვას სფეროების მიხედვით, სისტემური დუბლირების შემცირებას, ევროპული პრაქტიკით ითვლება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად და არა უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვად. ასეთი მოდელი უზრუნველყოფს, რომ უმაღლესი განათლების სისტემა პასუხობდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს, ემსახურება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინსტიტუციურ გამყარებას, გამჭვირვალობის ზრდას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას“.

გივი მიქანაძის თქმით, კვოტების განსაზღვრისას უწყებამ პირველად დაეყრდნო შრომის ბაზრის ანალიზს, რომელმაც აჩვენა, რომ რეალურად წელიწადში მხოლოდ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს. თუმცა მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, მთავრობამ წელს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში 21 600 უფასო კვოტა დაამტკიცა, სადაც იურისტების ადგილები 3 600-დან 1 500-მდე შემცირდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აპრილში, ვაშინგტონში ვიზიტისას, აშშ-ის განათლების მინისტრის მოადგილემაც გააკვირვა ის ფაქტი, რომ საქართველოში კვოტები აქამდე ბაზრის კვლევას არ ეფუძნებოდა.

„მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტში ყოველწლიურად. როდესაც კვოტების გადანაწილება მოხდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ხუთწლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში, რომელზეც ყოველწლიურად 3 600 პირი აბარებს, მოთხოვნა არის ყოველწლიურად მხოლოდ 700 იურისტზე. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლებოდა ამისთვის ანგარიში არ გაგვეწია. ამიტომ 3 600-დან ჩამოვედით არა მკვეთრად 700-ზე, არამედ 1 500-ზე.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, სამინისტრომ წარადგინა და მთავრობამ შესაბამისი დადგენილებით დაამტკიცა 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში 21 600 კვოტა წელს მისაღები და ყველა ეს ადგილი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, თითოეული ეს სტუდენტი, ვინც ჩაირიცხება, ისწავლის უფასოდ. აქვე მინდა შევეხო საკითხს ბაზრის მოთხოვნის კვლევასთან დაკავშირებით. არაერთი, ასე ვთქვათ, ანგაჟირებული პირისგან მოვისმინეთ, რომ რა საჭირო იყო ბაზრის კვლევა ან რატომ უნდა ეფუძნებოდეს კვოტები ბაზრის კვლევას. არასდროს არ ჩაგვიტარებია ეს ბაზრის კვლევა.

აპრილის შუა რიცხვებში მე მქონდა სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ორმხრივი შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან განათლების საკითხებში, რომელიც კურირებს უმაღლესი განათლების მიმართულებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გასაგებად, ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მინისტრის მოადგილეს შევხვდი, ვინც კურირებს უმაღლესი განათლების სექტორს. და როდესაც დავიწყეთ საუბარი რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვთქვი, რომ პირველად ჩავატარეთ ასეთი ბაზრის კვლევა, ბატონმა კენტმა ასეთი... გაიკვირვა, რომ ანუ აქამდეო თქვენო კვლევაზეო არ აფუძნებდითო? და როგორ აკეთებდითო? ნუ, ვუთხარით, რომ ეს პროცესი თავისუფალ რეჟიმში იყო და ხო, ანუ მისი მხრიდანაც ცალსახად იყო აქცენტირებული ის კომპონენტი, რომ ბაზრის კვლევა არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რომელი პროფილის პროფესიებზე არის და რა ხარისხზე არის მოთხოვნა. და მე მგონი, აქ რაიმე რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება არ ხდება, პირიქით, ეს პროცესი ადრეც ალბათ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ კარგია, რომ ახლა დავიწყეთ და ყოველწლიურ რეჟიმში იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა

GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა

BM.GE

400-მილიონიანი ლარის სახაზინო ობლიგაციის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს - ფინანსთა სამინისტრო

400-მილიონიანი ლარის სახაზინო ობლიგაციის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

BM.GE

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე

BM.GE