მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუბსიდირების გარეშე მესტიაში ფრენა 200 დოლარზე მეტი ჯდება, რაც საკმაოდ ძვირია -“აკ-ეარ ჯორჯია”
სუბსიდირების გარეშე მესტიაში ფრენა 200 დოლარზე მეტი ჯდება, რაც საკმაოდ ძვირია -“აკ-ეარ ჯორჯია”

სუბსიდირების გარეშე მესტიაში ფრენა 200 დოლარზე მეტი ჯდება, რაც საკმაოდ ძვირია -“აკ-ეარ ჯორჯია”

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 05:00|bm.ge

“აკ- ეარ ჯორჯიას" ფინანსური დირექტორი თვლის, რომ სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე შიდა ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან რეალური კომერციული ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტისმეტად ძვირია.

ირინა მღებრიშვილის თქმით, მაგალითად მესტიის მიმართულებაზე 1 ბილეთის თვითღირებულება სუბსიდიის გარეშე $198–$205-ზე მეტია, რაც მგზავრისთვის საკმაოდ მაღალი ფასია.

“ერთი ბილეთის ფასი საშუალოდ, აი მესტიის მიმართულებაზე, მერყეობს 198 დოლარიდან 205 დოლარამდე. შესაბამისად, ვთვლი, რომ ეს ფასი საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის საკმაოდ ძვირია.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე შეუძლებელია გამართულად იმუშაოს ამ პროექტმა. თუ 100%-იანი დატვირთვა არ იქნა, ავიაკომპანია დიდი ხანი ვერ შეძლებს შიდა რეისებზე იფრინოს კომერციულად ამ ფასად. მე ეჭვი მეპარება, რომ მესტიის მიმართულება, სადაც საშუალო წლიური დატვირთვა ჩვენ გვაქვს 95%, ეს შენარჩუნებული იქნეს კომერციული ფასით. არ მგონია, არ არის ქვეყანა ამისთვის მზად.

ტურისტული მობილობაც ძალიან დიდია და თუ მათაც არ ექნათ შეღავათიანი ფასით ეს შიდა რეისები, სავარაუდოდ ვერც ის ტურისტული სეგმენტი ბოლომდე ვერ აითვისებს ამ რეისებს.

დღეს სუბსიდირების პირობებში კვირაში გვაქვს 8 რეისი მესტიის მიმართულებით, რომელიც ყველაზე დატვირთულია — 6 ნატახტრიდან და 2 ქუთაისიდან. ყველა დაფრინავს 95%-იანი დატვირთვით.

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე ყველა ჩვენი მიმართულება — ამბროლაური, ბათუმიც, მესტიაც — 100%-იანი დატვირთვით მუშაობს. არაპიკურ ტურისტულ სეზონზე ბათუმზე დატვირთვა 70-60%-ია, ამბროლაურიც დაახლოებით ასე — 50-60%-ია. შესაბამისად, თუ თვითმფრინავი არ გაივსო და ყველა ბილეთი არ გაიყიდა, კომპანია წავა ზარალში, საოპერაციო ხარჯებს ვერ დაფარავს. ვინაიდან დაახლოებით ერთი რეისის ფასი არის 6,600 დოლარი დღეს მესტიის მიმართულებით, 6,800 დოლარზე ოდნავ მეტია ბათუმის მიმართულებით. შესაბამისად, 200 დოლარზე ზევით არის ერთი ბილეთის ღირებულება”,-აცხადებს ირინა მღებრიშვილი.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფოს შიდა ფრენების სუბსიდირება 20,2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია და ვინც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ არის კარგი, სინამდვილეში მისთვის დემოკრატიაც არაფერს არ ნიშნავსრუსთავი 2
  • ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაფორმულა
  • ბათუმის სანაპიროს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული გემი მოადგა - ხომალდი დინებამ შემოიყვანატვ პირველი
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
გარეშე →

მსგავსი სტატიები

„ტკბილის“ გაყიდვები წლიურად გაიზარდა - კომპანია ფასების კორექტირებაზე საუბრობს

„ტკბილის“ გაყიდვები წლიურად გაიზარდა - კომპანია ფასების კორექტირებაზე საუბრობს

BM.GE

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

BM.GE

“თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი არ გვაქვს” - რა პირობით შეიძლება გამოცხადდეს შიდა ფრენების ტენდერი

“თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი არ გვაქვს” - რა პირობით შეიძლება გამოცხადდეს შიდა ფრენების ტენდერი

BM.GE

პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა

პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა

BM.GE