მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სულხან პაპაშვილის და თურქი ინვესტორის კომპანიამ სახელმწიფო მიწა ₾1.3 მილიონად იყიდა | როგორია ვალდებულება?
სულხან პაპაშვილის და თურქი ინვესტორის კომპანიამ სახელმწიფო მიწა ₾1.3 მილიონად იყიდა | როგორია ვალდებულება?

სულხან პაპაშვილის და თურქი ინვესტორის კომპანიამ სახელმწიფო მიწა ₾1.3 მილიონად იყიდა | როგორია ვალდებულება?

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

სახელმწიფომ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში 261 304 კვ.მ.-ის ფართობის 25 მიწის ნაკვეთი, სულხან პაპაშვილისა და თურქეთის მოქალაქის თანამფლობელობაში არსებულ კომპანია „პირველს“ 1 376 992 ლარად პირდაპირი წესით მიჰყიდა.

მთავრობის 2447-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიას ევალება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან 2026 წლის ივლისში დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული „პირველი ქარის ელექტროსადგურის“ აშენება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება.

განკარგულების დანართიდან ცნობილი ხდება, რომ კომპანია „პირველი“ მიწის ნაკვეთებს გორის რაიონის სოფლებში უფლისციხეში, შავშვებში, სვენეთში, ბერბუკში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყიდის.

კომპანია „პირველი“ 2016 წელსაა რეგისტრირებული. მისი 50%-იანი წილის მფლობელი სულხან პაპაშვილი, 50%-იანი წილის კი შპს „ამპერაქს ენერჯი ჯორჯია“, რომელიც თურქეთის მოქალაქის ომერ ქაან ბიროლ ვაროლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

BM.GE

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

BM.GE