მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Superhuman-მა (Grammarly-მ) შეხვედრების ჩამწერი პლატფორმა Fathom-ი შეიძინა
Superhuman-მა (Grammarly-მ) შეხვედრების ჩამწერი პლატფორმა Fathom-ი შეიძინა

Superhuman-მა (Grammarly-მ) შეხვედრების ჩამწერი პლატფორმა Fathom-ი შეიძინა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 01:00|bm.ge

ტექნოლოგიურმა კომპანია Superhuman-მა, რომელიც ადრე Grammarly-ს სახელით იყო ცნობილი, შეხვედრების ჩამწერი და ტრანსკრიფციის შემქმნელი სტარტაპი Fathom-ი შეიძინა. საყურადღებოა, რომ გარიგების ფინანსური დეტალები არ გასაჯაროვდა, თუმცა გაირკვა ის, რომ Fathom-ის გუნდი მუშაობას Superhuman-ის შემადგენლობაში გააგრძელებს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრების გაანალიზებისთვის შექმნილი პლატფორმით ასობით ათასი კომპანია სარგებლობს. სერვისი მომხმარებლებს წინა საუბრებიდან მნიშვნელოვანი დეტალების მოძიებაში, შეთანხმებების გახსენებასა და სამუშაო სიების შედგენაში ეხმარება. ამასთან, სისტემას დამატებითი ბოტის გარეშე შეხვედრების ჩაწერა და რეალურ დროში მოკლე შინაარსის მომზადება შეუძლია.

როგორც ირკვევა, Superhuman-ი Fathom-ის ტექნოლოგიის ინტეგრაციას ელექტრონული ფოსტის, კალენდრის, დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების პროდუქტებში გეგმავს. ეს გადაწყვეტილება Superhuman Go-სა და ციფრულ ასისტენტებს შეხვედრების მონაცემების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. შედეგად, სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ასისტენტი საუბრის ჩანაწერს თავად გააანალიზებს და პროექტების მართვის მხრივ ცვლილებებს დამოუკიდებლად მოამზადებს. მენეჯერს მხოლოდ ამ მონაცემების გადამოწმება და დამტკიცება მოუწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE