მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

BM.GE21 მაისი, 2026, 19:17|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

კერძოდ, როგორც უწყება იტყობინება, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანალოგიური დარღვევები გამოავლინა ხონშიც; ინდივიდუალური მეწარმე ი. ს. (მისამართი: ხონი, ჭავჭავაძის ჩიხი-1, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) და ფიზიკური პირი დ. გ. (მისამართი: ხონი, ჭავჭავაძის N1) ასევე რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ აგროქიმიკატების რეალიზაციას.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.

ცნობისთვის, 2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE