მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?
სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 04:45|bm.ge

ევროპის მასშტაბით საოჯახო ბიუჯეტში სურსათს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, თუმცა სამომხმარებლო კალათის ღირებულება ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ოჯახების ხარჯების საშუალოდ 13.6% მოდის, მაშინ როცა საცხოვრებელსა და კომუნალურ გადასახადებზე ეს მაჩვენებელი 23.6%-ს შეადგენს.

რომელ ქვეყნებშია სურსათი ყველაზე ძვირი და რა განაპირობებს ამ განსხვავებას?

ცხოვრების ღირებულების მონაცემთა ბაზა Numbeo-ს 2026 წლის შუა პერიოდისთვის არსებული მონაცემებით, სურსათის ინდექსში, სადაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 100-ს უტოლდება, ფასები მოლდოვაში არსებული 57.2-დან შვეიცარიის 189.2-მდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ შვეიცარიაში პროდუქტები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 89.2%-ით ძვირია, მოლდოვაში კი 42.8%-ით იაფი.

შესაბამისად, სამომხმარებლო კალათა, რომელიც ევროკავშირის საშუალო ფასებით 100 ევრო ღირს, შვეიცარიაში 189.20 ევრო დაჯდება, ხოლო მოლდოვაში - 57.20 ევრო.

ხუთი ყველაზე ძვირი ქვეყნიდან სამი ჩრდილოეთ ევროპის რეგიონს ეკუთვნის. რეიტინგში მეორე ადგილზეა ისლანდია (183.6), რომელსაც მოჰყვება ნორვეგია (154.4), ლუქსემბურგი (134.9) და დანია (128.4). ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს აღემატება ჩრდილოეთის სხვა ქვეყნების მონაცემებიც: ფინეთი (119.7) და შვედეთი (116.6).

ევროპის ხუთ წამყვან ეკონომიკას შორის სურსათი ყველაზე ძვირი საფრანგეთშია - ევროკავშირის საშუალოზე 27.5%-ით მეტი. ესპანეთი (89.7) ერთადერთია ამ ხუთეულში, სადაც ფასები საშუალო ნიშნულზე დაბალია.

ყველაზე იაფი ქვეყანა ევროკავშირში

უშუალოდ ევროკავშირის შიგნით სურსათის შესაძენად ყველაზე იაფი ქვეყანა რუმინეთია (66.7), სადაც ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 33.3%-ით დაბალია.

უფრო ფართო მასშტაბით, პროდუქტები გაცილებით იაფია აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიაში ინდექსი 59.8-ს შეადგენს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში - 67.9-ს, სერბეთში - 68.8-ს, ხოლო საქართველოში - 60.6-ს.

სასურსათო პროდუქტების ფასების ინდექსი (EU = 100, 2026 წლის შუა პერიოდი)

# ქვეყანა ინდექსი 1 შვეიცარია 189.2 2 ისლანდია 183.6 3 ნორვეგია 154.4 4 ლუქსემბურგი 134.9 5 დანია 128.4 6 საფრანგეთი 127.5 7 ავსტრია 124.5 8 ირლანდია 122.0 9 ფინეთი 119.7 10 ბელგია 117.6 11 შვედეთი 116.6 12 ნიდერლანდები 116.4 13 გაერთიანებული სამეფო 111.9 14 გერმანია 111.6 15 იტალია 110.2 16 მალტა 98.8 17 ესტონეთი 95.5 18 სლოვენია 91.0 19 ესპანეთი 89.7 20 საბერძნეთი 89.3 21 ჩეხეთი 87.6 22 სლოვაკეთი 86.4 23 უნგრეთი 85.9 24 ხორვატია 85.9 25 ლატვია 83.6 26 თურქეთი 82.1 27 პორტუგალია 82.1 28 ლიეტუვა 81.4 29 ალბანეთი 80.5 30 ბულგარეთი 76.0 31 პოლონეთი 70.8 32 მონტენეგრო 70.3 33 სერბეთი 68.8 34 ბოსნია და ჰერცეგოვინა 67.9 35 რუმინეთი 66.7 36 საქართველო 60.6 37 კოსოვო 60.6 38 ჩრდილოეთ მაკედონია 59.8 39 მოლდოვა 57.2 40 უკრაინა 52.2

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

BM.GE

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

BM.GE

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

BM.GE

10 ყველაზე გაყიდვადი ვისკის ბრენდი მსოფლიოში - Brand Champions 2026

10 ყველაზე გაყიდვადი ვისკის ბრენდი მსოფლიოში - Brand Champions 2026

BM.GE