მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუს-ის მოსამსახურეებს პროფესიონალიზმისთვის და კეთილსინდისიერებისთვის სამკერდე ნიშნებითა და 10 000 ლარით დააჯილდოებენ
სუს-ის მოსამსახურეებს პროფესიონალიზმისთვის და კეთილსინდისიერებისთვის სამკერდე ნიშნებითა და 10 000 ლარით დააჯილდოებენ

სუს-ის მოსამსახურეებს პროფესიონალიზმისთვის და კეთილსინდისიერებისთვის სამკერდე ნიშნებითა და 10 000 ლარით დააჯილდოებენ

BM.GE24 ივლისი, 2026, 22:55|bm.ge

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის და პროფესიონალიზმისთვის სამსახურის სამკერდე ნიშნით და 10 000 ლარის ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან.

შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში შევიდა და მეორე მუხლს დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც სამკერდე ნიშნით და თანხით დაჯილდოებასაც ითვალისწინებს.

“სამსახურის მოსამსახურეს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას, შესაძლებელია, მიეცეს სამსახურის სამკერდე ნიშანი − „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ და მასთან ერთად ერთდროული ფულადი გასაცემელი − 10 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია დამატებულ პუნქტში.

ცვლილება 21 ივლისიდან ამოქმედდა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი დადგენილებით, 1 აგვისტოს დაწესდა სუს-ის მოსამსახურის დღე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

BM.GE

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

BM.GE

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

BM.GE