მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SWIFT-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა ასამუშავებლად მზად არის
SWIFT-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა ასამუშავებლად მზად არის

SWIFT-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა ასამუშავებლად მზად არის

BM.GE14 ივლისი, 2026, 04:11|bm.ge

მსოფლიო საბანკო სისტემის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ოპერატორმა, Swift-მა განაცხადა, რომ მისი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული რეესტრი პირველადი გამოყენებისთვის მზად არის.

ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებს ტოკენიზებული დეპოზიტების გამოყენებით 24/7 რეჟიმში საერთაშორისო გადახდების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, ფულადი სახსრების გადარიცხვა ღამით და უქმე დღეებშიც კი განხორციელდეს, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიშსწორება არსებული ტრადიციული სისტემების მეშვეობით დასრულდება. პროექტი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უკუკავშირის საფუძველზე შეიქმნა და ეს მისი გამოყენების პირველი პრაქტიკული შემთხვევაა.

როგორც ირკვევა, საპილოტე პროექტში რეალური ტრანზაქციების განსახორციელებლად ექვსი კონტინენტის 17 ბანკი აქტიურად ჩაერთვება. საპილოტე პროგრამაში მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ისეთი მსხვილი ბანკები ირიცხებიან, როგორებიც არიან: BNP Paribas, Citi, DBS, HSBC, Standard Chartered, UBS და Wells Fargo.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE